გუდაურში პირველად საბავშვო ბაღი აშენდა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა გუდაურში საბავშვო ბაღი აშენდა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აღჭურვილია ყველა საჭირო
ინვენტარით სააღმზრდელო დაწესებულება გათვლილია 35 აღსაზრდელზე.
ბაღი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
აღსანიშნავია,რომ გუდაურს, რომელიც მაღალმთიანი ზონის სტატუსით
სარგებლობს არასდროს ჰქონია საბავშვო ბაღი.
ახალი დაწესებულების აშენებამ გუდაურში დამატებითი
სამუშაო ადგილების შექმნაც გამოიწვია.
საბავშო ბაღის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 837 ათასი ლარით დაფინანსდა,
თუმცა მოგვიანებით დამატებით რეგიონში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან 223 ათასი ლარი გამოიყო,
რაც დაწესებულებამდე მისასვლელი გზის მოასფალტებას და ეზოს მოწყობას მოხმარდა.
დასრულებლი მშენელობა მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კერესელიძემ,
რეგიონის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან მანანა (მაცაცო) ნარიმანიძესთან,
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე ზაგაშვილთან და თვითმმართველობის
სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: “მამული, ენა, სარწმუნოება”
ჩვენს ქვეყანაში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები გვარწმუნებს, რომ ეს პროცესები მსოფლიო მასშტაბის უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ცვლილებათა ანარეკლია - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს...
ავარია ავლაბარში – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ავლაბარში. როგორც „პრაიმტაიმის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე...
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სამეცნიერო კოლაბორაციის გაფართოების შესახებ CERN-დან შეთავაზება მიიღო
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციიდან (CERN, შვეიცარია) კვლევითი კოლაბორაციის გაფართოების შესახებ ახალი შეთავაზება მიიღო, რაც SND@LHC (Scattering and Neutrino...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინკლუზიური პროფესიული განათლების მუდმივი გაუმჯობესების ფორმატში, ტრენინგი ჩატარდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინკლუზიური პროფესიული განათლების მუდმივი გაუმჯობესების ფორმატში, ტრენინგი ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს...
„სასწრაფოდ! ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაშია“ – 8 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება
რამდენიმე თვის წინ, გიორგი ბერიშვილმა სიმსივნე დაამარცხა, თუმცა აქვს გართულებები. აწუხებს ჰაერის უკმარისობა და ჟანგბადზე დამოკიდებულია. პატარა რაჭველ ბიჭუნას, საზოგადოების...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტექინფორმი“ FAO-ს ASTI-ის მასშტაბურ საპილოტე პროექტში ჩაერთო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტმა („ტექინფორმი“), გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინდიკატორების ქსელის...