გუბაზ სანიკიძე: ჩვენ ევროპაში გვიცნობენ, როგორც პარაზიტ ხალხს, რომლებიც სუპერმარკეტებს აღაჩაღებენ – ქართველს ბიბლიოთეკაში ვერ ნახავ
ევროპაში გვიცნობენ, როგორც პარაზიტ ხალს, ქართველს ბიბლიოთეკაში ვერ ნახავ, მაგრამ სუპერმაეკეტში რაღაცას რომ იპარავს, ნახავ – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში განაცხადა.
„ძვირფასო თანამოქალაქეებო, ასე თუ გაგრძელდა, უვიზო რეჟიმს გააუქმებენ და ვინც გარეთ ხართ წასულები, ემიგრაციაში, ყველას მოგაბრძანებენ საქართველოში. ასე იქნება, ვერავინ, ვერსად ვერ გაიქცევით. იმ ხალხს რომ გამოყრიან იქიდან, ნეტა აქ ვის მხარეზე იქნებიან? ეჭვი მეპარება, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი იყოს ისევ. ამიტომ, ჩვენს მოქალაქეებს ვეუბნები, ახალგაზრდებს რომ უნდათ წასვლა, საკუთარი სამშობლო რომ აღარ უნდათ უკვე და გაქცევა რომ გინდათ ძვირფასო მეგობრებო, ვერსად ვერ გაიქცევით, პარაზიტების მიღებას ევროპა არ პირებს. ჩვენ ევროპაში გვიცნობენ, როგორც პარაზიტ ხალს, რომლებიც სუპერმარკეტებს აღაჩაღებს პერიოდულად. ქართველს ბიბლიოთეკაში ვერ ნახავ, მაგრამ სუპერმარკეტში რაღაცას რომ იპარავს, ნახავ.
ხვიჩა კვარაცხელია არის უნიკუმი, ბრილიანტი, გამონაკლისი, მაგრამ ომის დროს, როდესაც შეფასებები ხდება, ადამიანები ურო ცუდს აქცევენ ყურადღებას, ვიდრე კარგს. ეს არის ადამიანის ბუნება და ესპანელები რომ ჩართავენ ტელევიზორს და 25 ქართველი ქურდბაცაცა შეყარეს ციხეში, შოთა რუსთაველი და ის პატიოსანი ქართველები, ვინც იქ მუშაობენ, არ გაახსენდებათ.ეს არის ფაქტი.
თუ მტრული სახელმწიფო ხარ და რუსეთის ერთგული მოკავშირე ხარ და ერთგული მონა ხარ და ფეხის მხანელი ხარ და კიდევ სხვა რაღაცების, რა თქმა უნდა, გაგიუქმებს უვიზო მიმოსვლას, აბა რას გიზამს, აბა არ უნდა გაგიუქმოს? ველურ ქვეყანას რა უნდა ევროპაში. სადაც ქვეყანა, ხელისუფლება არის რუსეთის მხარეზე და კიდევ პოლიტპატიმრებს კლავენ. ჩვენ ვცხოვრობთ საკანში ახლა. არავითარი ვალი დასავლეთს ჩვენს მიმართ არ აქვს. გადაგვასწრებს სომხეთი და დასავლური დროშა დაერჭობა ერევანში“- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ვატო შაქარიშვილი: სახეზეა უცხო ქვეყნების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. მათი ოფიციალური პირები მონაწილეობენ არჩეული ხელისუფლების არასაარჩევნო გზით ჩანაცვლების მცდელობაში
სახეზეა უცხო ქვეყნების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა!!! მეტი რა უნდა მოხდეს?! ორი დღეა სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური პირები დგანან რევოლუციური...
მამუკა მდინარაძე: მოვითხოვ, თუ სანქციების მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ. ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის მიღების გამო დასანქცირდა
ძალიან ბევრს ლაპარაკობენ პერსონალურ სანქციებზე, რასთან დაკავშირებითაც კატეგორიულად მოვითხოვ, რომ თუ ასეთი მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!-...
დავით ზილფიმიანი მიხაელ როთზე: მინდა უმძაფრესი აღშფოთება გამოვთქვა ჩვენი გერმანელი პოლიტიკოსი სტუმრის ქმედებისა და სიტყვების გამო, რომელმაც თავს უფლება მისცა ასე თავხედურად შეურაცხეყო მასპინძელთა გრძნობები და მრწამსი
მინდა უმძაფრესი აღშფოთება გამოვთქვა ჩვენი გერმანელი პოლიტიკოსი სტუმრის ქმედებისა და სიტყვების გამო, რომელმაც თავს უფლება მისცა ასე თავხედურად შეურაცხეყო მასპინძელთა...
რატი იონათამიშვილი: უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო – დიდი პანიკაა „ნაცებში“. გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი და მიჰყავთ რუსთაველზე, არადა რამდენიმე ლოკაციაზე უნდა შეკრებილიყვნენ
უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო - დიდი პანიკაა „ნაცებში“. გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი და მიჰყავთ რუსთაველზე, არადა...
მიხეილ ყაველაშვილი: ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე უარესია, როდესაც უცხოელი პოლიტიკოსი ქვეყნის მოსახლეობის 90%-ს აყენებს შეურაცხყოფას ჩვენი ეკლესიის გაკრიტიკებით
„არ დაგვავიწყდეს, რომ FARA-ს მეშვეობით გავიგეთ ჩვენ სააკაშვილის და მისი ლობისტების მიერ გადახდილი თანხების შესახებ. ახლა კი დაველოდებით ინფორმაციას იმის...
სოზარ სუბარი: ოპოზიცია ისედაც არ შემოდიოდა სამართლებრივ დებატებში და მათი იქ არყოფნა ვერაფერს დააკლებს პარლამენტის მუშაობას
"ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების მიერ გამოცხადებულ საპარლამენტო ბოიკოტს. სუბარის თქმით, ოპოზიცია აქამდეც სამართლებრივ დებატებში...