„მიშას ენერგია და ენერგეტიკა ძალიან გამოადგებოდა უკრაინასაც და საქართველოსაც“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ „მთავარის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
სანიკიძის თქმით, მიუხედავად იმისა რომ სააკაშვილი საპატიმროშია, ის თავისი ქმედებით მაინც მოახდენს გავლენას უკრაინის მოვლენებზე.
„მიხეილ სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, რა თქმა უნდა, რუსების ინტერესში შედის. დარწმუნებული ვარ, მიშა რომ გარეთ ყოფილიყო, ახლა არა ნაკლებს გააკეთებდა, ვიდრე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. მას თითქმის შემოვლილი ეყოლებოდა მთელი დასავლეთის პოლიტიკოსები.
მიშას ენერგია და ენერგეტიკა ძალიან გამოადგებოდა უკრაინასაც და საქართველოსაც. ამიტომ პუტინს ბიძინას მეშვეობით მიშა განეიტრალებული ჰყავს. თავისი ქმედებით სააკაშვილი მაინც გავლენებს მოახდენს.
მარტივი მაგალითი ავიღოთ. მთელი მსოფლიო ლაპარაკობს იმაზე, რომ ეს არის იდენტური, რაც 2008 წელს საქართველოში მოხდა. მარტივი შეკითხვა ისმის? ვის წინააღმდეგ იყო მაშინ რუსეთის ფედერაცია?“, – აცხადებს სანიკიძე.