„გუბაზ სანიკიძე არის “ევროპის სახე“ საქართველოში თავისი ყველაფრით: თავისი წარსულით, თავისი აწმყოთი, თავისი მომავლით“ – ირაკლი კობახიძე

Read Time:39 Second

„ზოგადად, გუბაზ სანიკიძე არის „ევროპის სახე“ საქართველოში თავისი ყველაფრით: თავისი წარსულით, თავისი აწმყოთი, თავისი მომავლით. ეს – ერთი. მეორე: რაც შეეხება სააკაშვილის და ევროპული მომავლის ერთმანეთთან დაკავშირებას: პირდაპირ შემიძლია გითხართ, რომ საკაშვილი არის ზუსტად ის პიროვნება , რომელიც ყველაფერ ანტიევროპულს განასახიერებს“, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას გუბაზ სანიკიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს სამხედრო ტყვე უწოდა და აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის საკითხის მოგვარების გარეშე, 12 პუნქტის შესრულების შემთხვევაშიც კი, საქართველო ევროკავშირის სტატუსს ვერ მიიღებს.

„როცა ის იყო საქართველოს პრეზიდენტი, ყველაზე არაევროპული რეჟიმი მაშინ იყო დამკვიდრებული თავისი ადამიანის უფლებების შელახვით, რუსეთის გავლენის გაფართოებით ჩვენს ქვეყანაში, ბიზნესის რეკეტით და ა.შ. აქედან გამომდინარე, თუკი რაიმე არის საქართველოში ანტიევროპული, ეს არის მიხეილ სააკაშვილი, ეს არის გუბაზ სანიკიძე, ეს არის „ნაცმოძრაობა“. შესაბამისად, სააკაშვილის დაკავშირება ევროინტეგრაციასთან არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სტუ-ში, წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი გაიმართა
Next post ლაშა ხუციშვილი – პირველი მარტიდან დღემდე შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, აკრძალულ პირთა სიაში შეტანილია 1 457 526 პირი