გუბაზ სანიკიძე-ამ ომიდან უკრაინა ისეთი გაძლიერებული გამოდის, ნატოს იქით მიიღებს

Read Time:55 Second

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველზე“ სტუმრობისას აღნიშნა, რომ  რუსეთ-უკრაინის ომიდან იბადება ახალი რეგიონალური ზე სახელმწიფო უკრაინის სახით.

გუბაზ სანიკიძის თქმით, სამხედრო ლეგენდას ახლა უკრაინა სპობს.

ამასთან, სანიკიძე აღნიშნავს, რომ  რუსეთმა დიდი ხნის განმავლობაში, შესაძლოა არმია ვეღარ აღადგინოს.

„ჩვენ და უკრაინას უკვე საერთო გმირები გვყავს. ყირიმისა და დონბასის დაბრუნებისთვის უკრაინა ბოლომდე იბრძოლებს. მოლაპარაკებით ვერ დაიბრუნებს და ომით დაბრუნებას აპირებს. ყირიმი და დონბასი უკრაინული ჯარის მოლოდინშია.

ამ ომიდან უკრაინა ისეთი გაძლიერებული გამოდის, რომ  ნატოს იქით მიიღებს. უკრაინული არმია არის ლეგენდარული არმია, მსოფლიოში რეიტინგით მეორე არმია „დაფქვის“ პროცესში ჰყავს. ამ ომიდან იბადება ახალი რეგიონალური ზე-სახელმწიფო უკრაინის სახით, ძლიერი ეკონომიკით“, – აცხადებს გუბაზ სანიკიძე.

მისი თქმით, უკრაინა 21-ე საუკუნის  სუპერ სახელმწიფო ხდება.

„სხვადასხვა ქვეყანამ, შესაძლოა, თავის თავზე აიღოს განადგურებული თითო ოლქი აღსადგენად. უკრაინა 21-ე საუკუნის  სუპერ სახელმწიფო ხდება. ყველანაირ სამხედრო ლეგენდას ახლა უკრაინა სპობს. უკრაინა თავის თავის მოკავშირეებს და მის ორბიტაზე მოძრავ ქვეყნებს შექმნის და ამ ორბიტაზე საქართველოც იქნება. ჩვენი  ბედი წყდება კიევში. შეიქმნება ახალი უსაფრთხოების სისტემები.

ამ ომის შემდეგ მოსალოდნელია, რომ ძალიან დიდი ხანი რუსეთმა არმია ვეღარ აღადგინოს, ხდება მისი პრესტიჟის განადგურება. ამ ომიდან რუსეთი გამოვა – დანგრეული, განადგურებული, ხოლო უკრაინა გაძლიერებული“, – აღნიშნავს სანიკიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხარკოვზე ოკუპანტებმა საჰაერო იერიში მიიტანეს – არის მსხვერპლი
Next post ხარკოვის ოლქში უკრაინელებმა რუსი სამხედროებისა და ტექნიკის დიდი რაოდენობა გაანადგურეს