გრიგოლ ლილუაშვილი – ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რასაც ვემსახურები, ეს არის ქვეყნის მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველყოფა, რომელი ქვეყანა შემიშვებს და რომელი – არა, მეასეხარისხოვანია

Read Time:32 Second

ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რასაც ვემსახურები, ეს არის ქვეყნის მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველყოფა, რომელი ქვეყანა შემიშვებს და რომელი – არა, ეს ჩემთვის მეასეხარისხოვანია, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, ემუქრება თუ არა სანქციები, გრიგოლ ლილუაშვილმა აღნიშნა: „არ მგონია, რომ მემუქრებოდეს“.

„უკვე ნამყოფი ვარ და ნანახი მაქვს ამერიკის შეერთებული შტატები, არაჩვეულებრივი ქვეყანაა, კარგი დემოკრატიის. ვისაც ნანახი არ აქვს, გული დაწყდება. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რასაც ვემსახურები, ეს არის ქვეყნის მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველყოფა, არა ომი, არამედ მშვიდობის უზრუნველყოფა, ეკონომიკური განვითარება, საქართველოს თითოეული მოქალაქის და მისი სტუმარი ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა, ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. რომელი ქვეყანა შემიშვებს და რომელი – არა, ეს ჩემთვის მეასეხარისხოვანია“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გრიგოლ ლილუაშვილი: ვადასტურებ, რომ ამერიკის მოქალაქე მარშალ ქომინსი არ შემოვიდა საქართველოში ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე
Next post ლევან ბეჟაშვილი: 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანი ტრანსფორმაცია მოხდა – 2012 წლის შემდეგ კი შენი ხელისუფლების დანაშაულია, რომ ასეთი მოსამართლეები გყავს