გრიგოლ ლილუაშვილი: ვადასტურებ, რომ ამერიკის მოქალაქე მარშალ ქომინსი არ შემოვიდა საქართველოში ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე

Read Time:56 Second

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ადასტურებს, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა ამერიკის მოქალაქეს ჯეიმსონ მარშალ ქომინსს, თუმცა, არ აქვს ინფორმაცია, უკავშირდება თუ არა ეს კონკრეტული ფაქტი აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას.

„ვადასტურებ, რომ ამერიკის მოქალაქე მარშალ ქომინსი არ შემოვიდა საქართველოში ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე. ამერიკის საელჩო არ დაგვკავშირებია იმასთან დაკავშირებით, რატომ არ შემოვიდა ეს კონკრეტული პიროვნება. მე მიზეზი არ ვიცი. ალბათ თვითონაც კარგად იციან რატომ არ შემოვუშვით. საქმიანობა დაკავშირებული იყო 7-8 მარტის აქციებზე დესტრუქციული ჯგუფების ასე ვთქვათ დატრენინგებაში, მითითებების მიცემაში და ა.შ. ვერ გეტყვით, სანქციები პირდაპირ კავშირშია არ შემოშვებასთან, თუ არა. ეს უნდა ჰკითხოთ ამერიკულ მხარეს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

პოლიტიკურ და სამართლებრივ წრეებში აქტიურად განიხილავენ მიზეზებს, რის გამოც სასამართლო სისტემის რამდენიმე წარმომადგენელს აშშ-მ სანქციები დაუწესა. ოფიციალურ მოტივად კორუფცია დასახელდა, თუმცა განცხადებაში კონკრეტულ ფაქტებზე არაფერია ნათქვამი, რაც თავად სანქცირებულ მოსამართლეებს აფიქრებინებს, რომ საქმე პოლიტიკურ ზეწოლას ეხება. სწორედ ამ კონტექსტში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა აშშ-ს მოქალაქეს, ჯეიმსონ მარშალ ქომინსს, ევრაზიის საკითხებში ამერიკელ სპეციალისტს, რომელიც მანამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისში იმყოფებოდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, ის უშუალოდ მონაწილეობდა გასული თვის აქციების ორგანიზატორების, მათ შორის „ფრანკლინის კლუბის“ წარმომადგენლების დატრენინგებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კელი დეგნანი: საქართველოს არ ჰყავს უკეთესი მეგობარი ან მხარდამჭერი, ვიდრე აშშ-ია და ეს ასეა ბოლო 30 წლის განმავლობაში
Next post გრიგოლ ლილუაშვილი – ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რასაც ვემსახურები, ეს არის ქვეყნის მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველყოფა, რომელი ქვეყანა შემიშვებს და რომელი – არა, მეასეხარისხოვანია