გრიგოლ ვაშაძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პრორუსული არ არის

Read Time:35 Second

ეს არ არის პრორუსული მთავრობა, – ასე შეაფასა გრიგოლ ვაშაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ამ თემაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა. კითხვაზე, გადაუდგამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს ნაბიჯები, რომლებითაც არა დასავლეთის, არამედ რუსეთის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, დეპუტატმა ასეთი პასუხი გასცა.

„არა. ერთადერთი, ისიც არ ვარ დარწუნებული, ეს როგორ ან რატომ მოხდა, ეს არის ანაკლია. რუსეთის მთავარი მიზანი ჩვენთან მიმართებაში რა არის? დღეს რომ აქ, სტუდიაში სიმართლის აცრაგაკეთებული კრემლის ერთ-ერთი წამყვანი სტრატეგიული პოლიტიკის დამგეგმავი დავსვათ ის გეტყვით: არავითარი ევროკავშირი, არავითარი ნატო, საქართველოს თავისუფალ ნაწილში განლაგებული თუნდაც 1 სამხედრო ბაზა და მონაწილეობა და ვეტოს უფლება ყველა იმ პროექტში, რომელიც ენერგომატარებლების გატარებას გულისხმობს საქართველოს ტერიტორიის გავლით. არცერთი“, – განაცხადა ვაშაძემ.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძემ დედაქალაქში ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა
Next post ბიძინა კულუმბეგოვი: ძალიან მინდა ყველას მოვუწოდო, თუ გარშემო ადამიანები არიან, აუცილებლად, მაინც უნდა გამოიყენოთ პირბადე ბიძინა კულუმბეგოვი