გრიგოლ ვაშაძე: ამ ხელისუფლებამ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯები, რასაც გადადგამდა საქართველოს ყველა პატრიოტული ხელისუფლება

Read Time:43 Second

ამ ხელისუფლებამ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯები, რასაც გადადგამდა საქართველოს ყველა პატრიოტული ხელისუფლება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრმა და “ნაცმოძრაობის” ექსთავმჯდომარემ, დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ “აჭარის მაუწყებლის” გადაცემა “თავისუფალი სივრცის” ეთერში განაცხადა, უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

“ამ ხელისუფლებამ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯები, რასაც გადადგამდა საქართველოს ყველა პატრიოტული ხელისუფლება.

პირველი, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას გენერალურ ასამბლეაზე დაუჭირა მხარი. რუსეთის გარიცხვას ევროპის საბჭოდან დაუჭირა მხარი. დიდი ბრიტანეთის ინიციატივას, რომ გაეროს სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ აღძრულიყო საქმე იმის გამო, რუსეთის ფედერაციამ განახორციელა საერთაშორისო სამართლის სრული დარღვევით უკრაინის წინააღმდეგ აგრესია, დაუჭირა მხარი.

არ ვთქვათ ეს და ვთქვათ, რომ ეს არ გაუკეთებია საქართველოს ხელისუფლებას?! მაპატიეთ და ამის ართქმა ხომ იდიოტიზმია?! შეიძლება მეტი გააკეთოს? – ამისათვის უნდა გვქონდეს ზუსტად იმ ხარისხის და იმ რაოდენობის ინფორმაცია, რომელიც აქვს ხელისუფლებას. მე ეს ინფორმაცია არ მაქვს. ჩვენი უკრაინელი მეგობრები უკმაყოფილო არიან. ამასაც ხაზი უნდა გავუსვათ, მაგრამ ის, რაც გაკეთებულია, ამაზე უნდა ვთქვათ, რომ გაკეთებულია,” – განაცხადა ვაშაძემ გადაცემაში “თავისუფალი სივრცე”.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი მარგველაშვილი: ამ ხელისუფლებისგან უკვე აღარ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილი მართლაც გადასცენ რუსეთს
Next post ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება