გრიგოლ ვაშაძე: ამას გულისტკივილით გეუბნებით – ის, რაც უნდა გაკეთებულიყო 8 თვის წინ, გაკეთდა ახლა

Read Time:32 Second

ამას გულისტკივილით გეუბნებით – ის, რაც უნდა გაკეთებულიყო 8 თვის წინ, გაკეთდა ახლა, – ასე გამოეხმაურა პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალის“ წარმომადგენელი, გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის ფაქტს.

ვაშაძემ შექმნილ ვითარებაში ყველა პოლიტიკური ძალა დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ 8 თვის განმავლობაში ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია მთლიანად შეიცვალა.

„ამას გულისტკივილით გეუბნებით: ის, რაც უნდა გაკეთებულიყო 8 თვის წინ, გაკეთდა ახლა. ამ 8 თვის განმავლობაში პოლიტიკური სიტუაცია მთლიანად შეიცვალა. ვინც ხელმოწერა დააგვიანა და ეს გამოიყენა საბაბად, რომ ნანატრი საშუალება მისცემოდა გასულიყო შეთანხმებიდან, არსებული სიტუაცია ყველას ერთად და ალბათ, ჩემი ბრალიც არის, ვინც ვერ შეძლო ყველასთვის აეხსნა, რა სიტუაციამდე მიგვიყვანდა ეს სიურპრიზები, რომელსაც ჩვენს მოკავშირეებს მუდმივად ვუწყობთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7,94%-ს შეადგენს
Next post შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციამ დეპოლარიზაციისკენ მიმართული მიშელის დოკუმენტი დამატებითი რადიკალიზაციის ინსტრუმენტად აქცია