გოჩა ლორთქიფანიძე: უტყუარ მტკიცებულებად იქცა უკვე სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება, რაც მნიშვნელოვანია ჰააგის სასამართლოს კონტექსტშიც

Read Time:45 Second

უტყუარ მტკიცებულებად იქცა უკვე სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება, რაც მნიშვნელოვანია ჰააგის სასამართლოს კონტექსტშიც, რადგან ჩვენ სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოშიც ერთი და იგივე მტკიცებულების ბაზას ვეყრდნობოდით და მათ შორის არის 700-მდე სხვადასხვა ტიპისა და ხარისხის მტკიცებულება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან დამტკიცდა ის, რასაც ჩვენი ქვეყანა სხვადასხვა, მათ შორის სამართლებრივ და პოლიტიკურ ფორუმებზე ამტკიცებდა.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან დამტკიცდა ის, რასაც ჩვენი ქვეყანა სხვადასხვა, მათ შორის სამართლებრივ და პოლიტიკურ ფორუმებზე ამტკიცებდა. ესაა: ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი. მეორე, ჩვენი ქვეყნის ეს ორი რეგიონი არის ოკუპაციის ქვეშ და მესამე, ქართველების წინააღმდეგ განხორციელდა ეთნიკური წმენდა. განსხვავებით ადრეული პრაქტიკისა, სადაც შეგვიძლია ეფექტური კონტროლი განვიხილოთ როგორც თანაბარზომიერი ცნება ოკუპაციის, ამ შემთხვევაში, სტრასბურგის სასამართლო პირდაპირ იყენებს ტერმინს ოკუპაცია“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძე.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრემიერი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა, ეს საერთო გამარჯვებაა
Next post მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 97 მილიონს გადააჭარბა