გოჩა ენუქიძე ჭუბერის თემში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

Read Time:34 Second

,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე ჭუბერის თემში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრისას  მხარის განვითარების გეგმებზე და პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

გოჩა ენუქიძის განცხადებით, ჭვიბერის ხეობას განსაკუთრებული პოტენციალი აქვს სასოფლო-სამეურნეო და საფეხმავლო ტურიზმის განვითარებისთვის.

,,სწორად უნდა გამოიყენებოდეს ის ენერგეტიკული პოტენციალი და სასარგებლო წიაღისეული, რომელიც ზემო სვანეთის განვითარებას შეუქცევად პროცესად აქცევს.

ამასთანავე, ჭუბერის თემში, ️რეაბილიტირდა ჭუბერი-საკენის 4 კილომეტრიანი საავტომობილო გზა, მიმდინარეობს ჭუბერის საჯარო სკოლის მშენებლობა, მიმდინარეობს ჭუბერის საბავშვო ბაღის მშენებლობა, დაგეგმილია ყარსგურიშის საჯარო სკოლის მშენებლობა, დაიხარჯა1 მილიონ ლარზე მეტი სტიქისგან დამცავ და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე, დაგეგმილია სოფელ დევრასთან დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, დაგეგმილია ზედა მარღთან დამაკავშირებელო ხიდის მშენებლობა, დაგეგმილია ჭუბერის წყალგაყვანილობის სისტემის რეაბილიტაციაც”-აცხადებს ენუქიძე

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გოჩა ენუქიძე დღეს მესტიის მუნიციპალიტეტში, ნაკრას ხეობის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
Next post ირაკლი ჩიქოვანმა სამოქმედო გეგმა მოსახლეობას სოფელ ცაიშსა და ცაცხვში გააცნო