გოგი ენუქიძე-ვანო მერაბიშვილს ოდნავ სინდისი თუ აწუხებს, ალბათ თვითონაც არ უნდა დაეწყო ეს პოლიტიკური საქმიანობა…ეს ხალხი აბსოლუტურად ყველაფერზეა წამსვლელი თავიანთი მიზნის მისაღწევად. მათი მთავარი ამოცანა, რა საკვირველია, ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა

Read Time:37 Second

„იმედის კვირა“ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს რეჟიმის მიერ დაზარალებულებს შეხვდა.

გოგი ენუქიძემ, კობა ოთანაძემ, ზაალ იაკობიძემ, ზვიად ბერიძემ, ციცინო შავაძემ კიდევ ერთხელ გაიხსენეს სააკაშვილის, მერაბიშვილის და კეზერაშვილის მმართველობის წლები და ის ზიანი, რაც სისტემამ მათ და მათ ახლობლებს მიაყენა.

სანდრო გირგვლიანის ბიძა გოგი ენუქიძე, პოლიტიკაში ვანო მერაბიშვილის დაბრუნებაზე აკეთებს აქცენტს.

„ვანო მერაბიშვილს ოდნავ სინდისი თუ აწუხებს, ალბათ თვითონაც არ უნდა დაეწყო ეს პოლიტიკური საქმიანობა. საერთოდ, საზოგადოებაშიც არ უნდა გამოჩენილიყო ასეთი მძიმე წარსულის მქონე პიროვნება. იმიტომაც არ უნდოდა სააკაშვილს მერაბიშვილის გაშვება, რომ ის მისი მარჯვენა ხელი იყო და რასაც ეტყოდა, იმას აკეთებდა მერაბიშვილი. დღესაც, ფაქტობრივად იგივე ხდება, მე რომ მკითხო. ეს ხალხი აბსოლუტურად ყველაფერზეა წამსვლელი თავიანთი მიზნის მისაღწევად. მათი მთავარი ამოცანა, რა საკვირველია, ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა“, – ამბობს ენუქიძე.

დეტალები ნახეთ „იმედის კვირის“ სიუჟეტში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
100 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გოგა ხაინდრავა: მე ხომ კარგად ვიცი ვინ არის სააკაშვილი. მისი ჭამა მაქვს ნანახი. ნიდერლანდების სამეფოში ვიყავით, დედოფალთან ერთად სუფრაზე ვისხედით. სად წავსულიყავი არ ვიცოდი
Next post გუბაზ სანიკიძე: მიშა, იყავი მაგრად! ვერ გაგტეხავენ, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი ხარ!