„იმედის კვირა“ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს რეჟიმის მიერ დაზარალებულებს შეხვდა.
გოგი ენუქიძემ, კობა ოთანაძემ, ზაალ იაკობიძემ, ზვიად ბერიძემ, ციცინო შავაძემ კიდევ ერთხელ გაიხსენეს სააკაშვილის, მერაბიშვილის და კეზერაშვილის მმართველობის წლები და ის ზიანი, რაც სისტემამ მათ და მათ ახლობლებს მიაყენა.
სანდრო გირგვლიანის ბიძა გოგი ენუქიძე, პოლიტიკაში ვანო მერაბიშვილის დაბრუნებაზე აკეთებს აქცენტს.
„ვანო მერაბიშვილს ოდნავ სინდისი თუ აწუხებს, ალბათ თვითონაც არ უნდა დაეწყო ეს პოლიტიკური საქმიანობა. საერთოდ, საზოგადოებაშიც არ უნდა გამოჩენილიყო ასეთი მძიმე წარსულის მქონე პიროვნება. იმიტომაც არ უნდოდა სააკაშვილს მერაბიშვილის გაშვება, რომ ის მისი მარჯვენა ხელი იყო და რასაც ეტყოდა, იმას აკეთებდა მერაბიშვილი. დღესაც, ფაქტობრივად იგივე ხდება, მე რომ მკითხო. ეს ხალხი აბსოლუტურად ყველაფერზეა წამსვლელი თავიანთი მიზნის მისაღწევად. მათი მთავარი ამოცანა, რა საკვირველია, ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა“, – ამბობს ენუქიძე.
დეტალები ნახეთ „იმედის კვირის“ სიუჟეტში.