გოგა ხაინდრავა: საქართველოს სათავეში გონიერი ადამიანები დგანან, მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ქვეყანა საომარ მოქმედებებში არ ჩაბმულიყო და მთელი ცეცხლი ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარ თავზე აიღო

Read Time:55 Second

საქართველოს სათავეში გონიერი ადამიანები დგანან, მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ქვეყანა საომარ მოქმედებებში არ ჩაბმულიყო და მთელი ცეცხლი ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარ თავზე აიღო,- ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„მე ძალიან სასიამოვნო განწყობა მაქვს ირაკლი კობახიძის, ირაკლი ღარიბაშვილის, საერთოდ სამთავრობო გუნდის მიმართ. მადლობა ღმერთს, საქართველოს სათავეში გონიერი ადამიანები დგანან. ირაკლი ღარიბაშვილმა მთელი დარტყმა თავის თავზე მიიღო. მან ხომ იცოდა, რომ ეს ასე იქნებოდა, მაგრამ მისი ვალია, რომ თავის ქვეყანას, რომელსაც ის უდგას სათავეში, აარიდოს ის უბედურება, რასაც თვითონ ხედავდა. მან ჩვენზე მეტი იცოდა, რა ხდებოდა, რას ამზადებდნენ საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ ხომ დავინახეთ რა შეტევა იყო საქართველოზე იმისთვის, რომ როგორმე ცეცხლში ჩავეგდეთ. მათ მეორე ფრონტი სჭირდებოდათ, ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შეეძლო ზურგში დაერტყა რუსეთისთვის და მეორე ფრონტი გაეხსნა, იყო მხოლოდ საქართველო. ამიტომ ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო და ამის ასარიდებლად მთელი ეს ცეცხლი ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარ თავზე აიღო, ისევე, როგორც ირაკლი კობახიძემ და მთელმა გუნდმა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეს ქვეყანა მომწიფდა თვითმყოფადობისთვის, დამოუკიდებლობისთვის და რაც მთავარია მთელ მსოფლიოს დაანახეს, რომ ეს ქვეყანა თავისი ჭკუით ივლის და არა სხვისი ჭკუით, როგორც დადის სამადაშვილი, ხოშტარია, სააკაშვილი, რადგან მათთვის მხოლოდ გარეთ ნათქვამია მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პეტრე მამრაძე: მადლობა ღმერთს, მთავრობას ჯერ შეცდომა არ დაუშვია
Next post დღეს საქართველოს ეროვნული გმირის – ალექსანდრე ონიანის დაბადების დღეა!