გოგა ხაინდრავა სააკაშვილზე: რაც დღეს ვნახე, ეს ფილმში მაქვს გადაღებული, არაფერი ახალი არ არის, ზუსტად ისე იქცეოდა პრეზიდენტობის დროს

Read Time:1 Minute, 3 Second

რაც მე ვნახე, ეს ფილმში მაქვს გადაღებული, არაფერი ახალი არ არის. ზუსტად ისე იქცეოდა [მიხეილ სააკაშვილი] პრეზიდენტობის დროს. მე მასთან ერთად არაერთხელ ვარ ნამყოფი, ასეთი ფსიქიკის პატრონი იყო ყოველთვის. ეს ადამიანი მძიმე ავადმყოფია, დასკვნა მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ექვსმა ექიმმა დადო ჯერ კიდევ მისი პრეზიდენტობის დროს, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდარავამ პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებულ კადრებზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ეს ადამიანები, ვინც იციან, რას წარმოადგენს სააკაშვილი და იყენებენ მას როგორც იარაღად საკუთარი კეთილდღეობის ასაწყობად, 1500 კაცია მასთან ნამყოფი, არცერთმა არ თქვა, – დაანებეთ ამ კაცს თავი. ის ახლა სტრესშია, მისთვის ამ დახურულ სივრცეში ყოფნა აბსოლუტურად წარმოუდგენელია, მითუმეტეს იმ პირობებში რასაც მიჩვეული იყო – მისი ყველა მოთხოვნა იყო დაკმაყოფილებული, რასაც უნდა აკეთებდა. იმ ადამიანებს ვინც მის გარშემო არიან, ვინც იქ დადიან და უყურებენ, ხომ ხედავენ რა დღეშია? არცერთს მოუნდა იმის თქმა, რომ დავანებოთ ამ კაცს თავი. დავინახეთ რა დღეშიცაა, ეს ყველაფერი არის ცუდად შესრულებული, ზელენსკი ბევრად უფრო ნიჭიერი [შემსრულებელია], აბა რა არის ეს საწოლიდან გადმოხტომები.

ამას სხვა პატიმრები ხომ უყურებენ, ოროთახიანი ლუქსი, ტელევიზორი, ყოველ წუთში ვიღაც ემსახურება. ეს პატიმრობა არ არის. ასეთ პირობებში არ არიან, რაშიც ისაა. ის ფსიქიკურად რომ არ არის ნორმალური დიდი ხანია ცნობილია, ამიტომ ვიმეორებ რომ, აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს. მაგრამ მის გარემოცვას ადამიანობის ნასახი არ გააჩნია, ხედავენ რა დღეშია და ყველაფერს აკეთებენ, რომ მისი მდგომარეობა გამოიყენონ“, – განაცხადა ხაინდრავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გოგა ხაინდრავა სააკაშვილზე: მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავეა და უამრავი ისეთი რამ აქვს ჩადენილი, რამაც ძალიან დიდი უბედურება მოიტანა ქართულ საზოგადოებაში, ადამიანურად, ამ გარეწრების გარემოცვაში ნამდვილად ცოდოა
Next post დავით მირცხულავა : ოპერაციის შემდეგ დრენაჟებით წამიყვანეს საპატიმროში, როცა პროფესორი ეუბნებოდა, არ შეიძლება ამის ტრანსპორტირებაო, უთხრეს – მაშინ, თქვენც წაგიყვანთ მასთან ერთადო