გოგა ხაინდრავა: ნაციონალ-ბოლშევიკი ლიტმუშაკები არიან, მწერლებთან მათ კავშირი არ აქვთ. საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდი, ჩემს ახალგაზრდობაში კოლექტიურ წერილებს აღარ წერდნენ

Read Time:39 Second

ნაციონალ-ბოლშევიკი ლიტმუშაკები არიან, მწერლებთან მათ კავშირი არ აქვთ, – ასე გამოეხმაურა რეჟისორი გოგა ხაინდრავა მწერლებისა და გამომცემლების მოთხოვნას ელისო ბოლქვაძისთვის მშვიდობის ელჩის სტატუსის მოხსნაზე.

„ნაციონალ-ბოლშევიკი ლიტმუშაკები არიან, მწერლებთან მათ კავშირი არ აქვთ. ეს არის შეუმდგარი ხალხი, რომელიც ვარსკვლავებს ეპოტინება. ელისო ბოლქვაძე არის საქართველოს ხელოვნების ვარსკვლავი, დავით კაჭარავა არის სპორტის ვარსკვლავი და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მწერლებად დანიშნეს. ეს ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ლაქაა თანამედროვე ქართულ ისტორიაში, რის მომსწრენიც გავხდით. კოლექტიური წერილები აღარ მახსოვს – საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდი, ჩემს ახალგაზრდობაში კოლექტიურ წერილებს აღარ წერდნენ. იქ წერდნენ ბორის ძნელაძეები, ხატებს ნაგანიდან რომ ესროდნენ, ეს ხალხია ესენიც“, – განაცხადა ხაინდრავამ.

საქართველოს პენ.ცენტრის სახელით, ქართველმა მწერლებმა, გამომცემლებმა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა იუნესკოს გენერალურ დირექტორს, ოდრი აზულაის საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძისთვის მშვიდობის ელჩის სტატუსის მოხსნის მოთხოვნით მიმართეს. წერილს 126 ხელმომწერი ჰყავს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბორჯომში საპარლამენტო უმრავლესობისა და საქართველოს მთავრობის გასვლითი, სამუშაო შეხვედრა გაიმართა
Next post ალასანია სააკაშვილზე: ჩვეულებრივი ჩონჩხია, სიცხე, წნევა დარბის, ყველაფერი იგივეა – ყოველ საათში შეიძლება დაიწყოს ორგანოების გამოთიშვა