გოგა ხაინდრავა ლაშა ბუღაძეს და პეტრე ცაავას: არ არის ძნელი გამოსაცნობი, რა პასუხს იმსახურებთ მამის შეურაცხყოფისთვის

Read Time:35 Second

სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა პასუხობს ლაშა ბუღაძისა და პეტრე ცაავას მხრიდან გაკეთებულ ჩვენი პატრიარქის შეურაცხმყოფელ განცხადებებს.

„ამ ორი ავი სულის გასაგონად! უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქიილია II არის ჩვენი სულიერი მამა. ყველაზე საყვარელი და პატივცემული ადამიანი. რას ვფიქრობთ თქვენზე იცით. არ არის ძნელი გამოსაცნობი. არც ის, რა პასუხს იმსახურებთ მამის შეურაცხყოფისთვის“.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დაბადების დღე მიულოცა რუსეთის პატრიარქს, რის შემდეგაც ჩვენი პატრიარქის შეურაცხყოფით სახელგანთქმულები მორიგჯერ გააქტიურდნენ.

„…ანტიქრისტეს ეკლესია კგბ-ს ვეტერანის ცოცხლად ხრწნის აღმნიშვნელ თარიღს ზეიმობს… მორიგი გიორგობა დადგა, მაგრამ ჩვენთან ჯერაც ვერ დასცა გველეშაპი წმინდა გიორგიმ“, – წერს ბუღაძე.

პეტრე ცაავას მიერ გავრცელებული განცხადებით კი, რუსეთის პატრიარქისათვის დაბადების დღის მილოცვა არის „უთავმოყვარეობა, უპრინციპობა, ანტიქრისტიანობა და ანტისახელმწიფოებრიობა“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზელენსკი: რუსეთმა დღევანდელი სარაკეტო დარტყმებით დაადასტურა, რომ ის ტერორისტული სახელმწიფოა
Next post გარდაიცვალა ზურაბ კიკნაძე