გოგა ხაინდრავა: დღეს ჩვენი ქვეყნის საზღვრებთანაა ცეცხლი და ოპოზიცია ცდილობს, ეს ცეცხლი საქართველოში შემოიტანოს

Read Time:53 Second

2008 წელს, როცა ჩვენ ოპოზიციაში ვიყავით და ბევრად უფრო ძლიერი და ხალხმრავალი იყო ის ოპოზიციური მოძრაობა – როგორც კი დაიწყო ინტერვენცია საქართველოს ტერიტორიაზე, შევიკრიბეთ და ვთქვით, რომ სანამ არ დასრულდებოდა საომარი ქმედებები, ჩვენ ყველანაირი კრიტიკა გავაჩერეთ. დღეს ჩვენი ქვეყნის საზღვრებთანაა ცეცხლი და ესენი ცდილობენ, რომ ეს ცეცხლი საქართველოში შემოიტანონ, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

„სააკაშვილზე ლაპარაკს თავი უნდა დავანებოთ, ეს ჩამოწერილი პერსონაჟია და თავისიანებსაც არ აინტერესებს, ერთი დედამისს ახსოვს. დღეს მთავარია, ჩვენმა საზოგადოებამ კარგად გაიაზროს, რომ თამაშები მორჩა. მესამე მსოფლიო ომი დაიწყო, დღეს ესტონეთის პრემიერმა ბლინკენთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ნატოს გენმდივანმა იგივე თქვა, რომ ეს ახლა უნდა გავაჩეროთ, რათა ევროპისკენ არ წამოვიდესო. მთელი მსოფლიო ფეხზე დგას და ყველა დაზაფრულია იმით, რაც ხდება. ამ დროს ხდება ერის გაერთიანება. მინდა გაგახსენოთ, რომ 2008 წელს, როცა ჩვენ ოპოზიციაში ვიყავით და ბევრად უფრო ძლიერი და ხალხმრავალი იყო ის ოპოზიციური მოძრაობა – როგორც კი დაიწყო ინტერვენცია საქართველოს ტერიტორიაზე, შევიკრიბეთ და ვთქვით, რომ სანამ არ დასრულდებოდა საომარი ქმედებები, ჩვენ ყველანაირი კრიტიკა გავაჩერეთ. დღეს ჩვენი ქვეყნის საზღვრებთანაა ცეცხლი და ესენი ცდილობენ, რომ ეს ცეცხლი საქართველოში შემოიტანონ“, – აცხადებს ხაინდრავა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post უკრაინის პრემიერი მოუწოდებს მსოფლიოს მოსახლეობას, 9, 10 და 11 მარტს გავიდნენ ქალაქების მოედნებზე და მოითხოვონ უკრაინის ცის დახურვა
Next post პოლონეთის ხელისუფლება მზად არის, თავის კუთვნილებაში არსებული „მიგ-29“ ტიპის ყველა გამანადგურებელი გერმანიაში მდებარე რამშტაინის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე განათავსოს