გოგა ხაინდრავა: ასეთი მენტალობა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ – ებრძვიან საკუთარ ხალხს, საკუთარ ქვეყანას, მის მომავალს, მის აწმყოს და ყველანაირად ცდილობენ, რომ ის, რაც ხდება უკრაინაში, მოხდეს საქართველოში

Read Time:32 Second
გოგა ხაინდრავას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველანაირად ცდილობს, უკრაინაში განვითარებული მოვლენები საქართველოში განმეორდეს. ამ თემაზე რეჟისორმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა და პუტინისა და „ნაცმოძრაობას“ შორის მსგავსებაზე გააკეთა აქცენტი.
„გაუგებარი რამ ხდება – პუტინი და მისი რეჟიმი ებრძვის საკუთარ ეთნოსს, საკუთარ ხალხს. უკრაინაში მცხოვრებთა დაახლოებით 60% ეთნიკური რუსია. იმ ქალაქების დიდი უმრავლესობა არის რუსული ეთნოსით დასახლებული. ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომელსაც ხელში აქვს ჩაგდებული ხელისუფლება და ხოცავენ, ებრძვიან, ანგრევენ საკუთარ ხალხს, საკუთარ სისხლსა და ხორცს. ზუსტად ასეთი მენტალობა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან აფილირებულ ჯგუფს, რომლებიც ებრძვიან საკუთარ ხალხს, საკუთარ ქვეყანას, მის მომავალს, მის აწმყოს და ყველანაირად ცდილობენ, რომ ის, რაც ხდება უკრაინაში, მოხდეს საქართველოში. ეს პარადოქსია“, – განაცხადა ხაინდრავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პოლონეთის ხელისუფლება მზად არის, თავის კუთვნილებაში არსებული „მიგ-29“ ტიპის ყველა გამანადგურებელი გერმანიაში მდებარე რამშტაინის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე განათავსოს
Next post ვოლოდიმირ ზელენსკი-მადლობა პრეზიდენტ ბაიდენს პუტინის საომარი მანქანის გულში მიყენებული დარტყმისთვის