გიული ალასანია სააკაშვილის ჯანმრთელობაზე: მაქვს სასწაულის იმედი, იმიტომ რომ რაღაცნაირად ამდენი ხანი გაძლო ადამიანმა

Read Time:35 Second

მაქვს სასწაულის იმედი, იმიტომ რომ რაღაცნაირად ამდენი ხანი გაძლო ადამიანმა. ძალიან ცნობილი ექიმები ჩამოდიოდნენ, ჩვენივე ძალიან ცნობილი ექიმები სინჯავდნენ და ამბობდნენ, რომ სასწრაფოდ გასაყვანია. ჯერჯერობით ძლებს, მაგრამ ყოველდღე უფრო და უფრო სუსტად არის, – ამის შესახებ გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. ექსპრეზიდენტის დედის განცხადებით, სააკაშვილის მდგომარეობა ყოველდღე უარესდება.

„სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის კარგი. ძალიან სუსტად არის ადამიანი. სულ ველოდებით, რომ რაღაც სასწაული მოხდეს. უკვე ჯანმრთელობაზე არ ვლაპარაკობთ. ჩვენ პირდაპირ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ეს ადამიანი უნდა გაათავისუფლონ, იმიტომ რომ საერთოდ უმიზეზოდ ზის, საერთოდ. [პატიმრობაში] არის იმიტომ, რომ ყველაფერს აკეთებდა რუსეთის საწინააღმდეგოდ, რომ არ ჩააბარა თავის დროზე ქვეყანა რუსეთს. აი ეს არის მიზეზი, რის გამოც დაავადდა იმ ციხეში, თორემ სრულიად ჯანმრთელი შევიდა“, – განაცხადა ალასანიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი იონათამიშვილი კეზერაშვილზე: როდესაც ადამიანი ცდილობს რეპუტაცია აღიდგინოს და ამისთვის მიმართავს არა სასამართლოს, არამედ პიარ-კომპანიებს, ამით ფაქტობრივად აღიარებს საკუთარ დანაშაულს
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს უსუსურ და მარგინალიზებულ ოპოზიციას, მთლიანად, მთელი თავისი სატელიტებით და ენჯეოებით, მთელი თავისი ამ დეგრადირებული ხალხით, არაფერი არ დარჩენიათ გარდა ერთისა, რომ გადავიდნენ პირად შეურაცხყოფაზე