გიული ალასანია სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებაზე: რა თქმა უნდა, ვერავის ვერანაირ გარანტიას ვერ მივცემ

Read Time:39 Second

მეც, ვერავის ვერანაირ გარანტიას ვერ მივცემ, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ მომენტში, ნამდვილად ასეთი განწყობა აქვს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ტელეკომპანია ,,პირველის“ ეთერში განაცხადა, როდესაც ის სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე საუბრობდა.

როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილი ამ ეტაპზე პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს, თუმცა მისი თქმით ამის გარანტიას ვერავის მისცემს.

,,ბევრს არ სჯერა, რომ საერთოდ ავად არის. აი, ხომ ამდენი დიაგნოზი დაიწერა, ითქვა, მაინც არ იჯერებენ, არ ვიცი, ვინ უნდა თქვას და რა უნდა დაწეროს ბოლოს და ბოლოს, რომ დაიჯერონ. ბევრს არ წარმოუდგენია, რომ სააკაშვილი, რომელიც ასეთი ენერგიული იყო ყოველთვის და ყოვლის შემძლე, უცებ არის ავად. ვერ წარმოუდგენიათ. მეც ვერავის ვერანაირ გარანტიას ვერ მივცემ, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ მომენტში, ნამდვილად ასეთი განწყობა აქვს. რასაც ამბობს, ამბობს იმას რასაც გრძნობს. ნამდვილად ასეა განწყობილი, რომ არ აპირებს“, – განაცხადა ალასანიამ საუბრის დროს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილონ მასკმა დამოუკიდებელ ამომრჩევლებს მოუწოდა, კონგრესის ხვალინდელ არჩევნებში ხმა „რესპუბლიკელებს“ მისცენ
Next post ალეკო ელისაშვილი: დასჩხავიან ამ 12 პუნქტს და ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსს 95%-ით ვერ მივიღებთ, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ძალისხმევა