გიული ალასანია: გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის ადამიანები, რომლებიც წელიწადი და 3 თვეა ჩემს შვილს კოლექტიურად კლავენ, სამაგალითოდ დაისაჯონ

Read Time:48 Second

გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის ადამიანები, რომლებიც წელიწადი და 3 თვეა ჩემს შვილს კოლექტიურად კლავენ, სამაგალითოდ დაისაჯონ – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ  ბრიფინგზე განაცხადა.

“გვაქვს საგანგაშო მდგომარეობა, დღეს კლინიკა “ვივამედში”, სადაც არის მოთავსებული ჩემი შვილი, მიხეილ სააკაშვილი, დაკარგა გონება. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, ძალიან მძიმე შემთხვევაა გლდანის შემდეგ. ამ ორი ეპიზოდის შუალედში იყო პატარ-პატარა ეპიზოდები გონების დაკარგვის, მაგრამ არ იყო ასეთი მძიმე მდგომარეობა. დღეს ძალიან გაუჭირდათ ადამიანის მოსულიერება, ჩაერთნენ ბადრაგები, იატაკზე იყო დაგდებული, ჩაუტარდა სათანადო ღონისძიებები და როგორც იქნა მოასულიერეს. მესამე შემთხვევა შეიძლება ნებისმიერ დროს გამეორდეს და შეიძლება ფატალურად დასრულდეს, ეს გვაქვს რეალობა. ეს ის კი არ არის, რომ ჩემი შვილი აღარ იქნება – აღარ იქნება სახელმწიფო. ხერხემალში გადატყდება დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება. ეს არის საერთაშორისო მკვლელობა, ყველას თვალწინ. მთელი მსოფლიო დგას ფეხზე.

მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ და მე არ ვარ მარტო, გვყავს ახლობლები, გვყავს მხარდამჭერები, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის ადამიანები, რომლებიც კოლექტიურად კლავენ, უკვე წელიწადი და სამი თვეა ჩემს შვილს, სამაგალითოდ დაისაჯონ. ამას გპირდებით” – განაცხადა გიული ალასანიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბელგიაში ქართველი ტრანსგენდერი მოკლეს
Next post სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე