გიორგი ხელაშვილი: 72 პოლიტიკოსის წერილი არც სამართლებრივად გამართული დოკუმენტია და არც პოლიტიკურად აქვს წონა, რომ საქართველო ევროკავშირისგან რაიმე სერიოზულ წნეხს მოელოდეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით

Read Time:44 Second

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ხელაშვილი ამბობს, რომ 72 პოლიტიკოსის წერილს ძირითადად ხელს აწერენ ლიეტუვის სეიმის დეპუტატები, რომელთა მობილიზაცია მიხეილ სააკაშვილის მეგობარმა ჟიგიმანტას პავილიონისმა განახორციელა.

„ეჭვი მეპარება, რომ ამ წერილმა მიზანს მიაღწიოს, რადგან ის არც სამართლებრივად გამართული დოკუმენტია და არც პოლიტიკურად აქვს ის წონა, რომ საქართველო ევროკავშირისგან რაიმე სერიოზულ წნეხს მოელოდეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ხელმომწერებში ჭარბობენ ლიეტუვის სეიმის დეპუტატები, რომელთა ორგანიზებაც მოახერხა სააკაშვილის პირადმა მეგობარმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა. ასევე, იქაა ევროპარლამენტის რამდენიმე წევრი, რომელთაგანაც, აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოსთან კავშირში არ არის. ყველაზე უფრო უცნაურია ხელმომწერთა შორის რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსის აღმოჩენა. გაუგებარია, რატომ გააკეთეს მათ ეს. ერთი ახსნა შეიძლება იყოს, რომ მათ, ასე ვთქვათ, გააბევრეს ხელმომწერების რაოდენობა“, – აღნიშნავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ხელაშვილი.

72 პოლიტიკოსი, მათ შორის ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებს მიმართავენ. ხელმომწერებს შორის არიან ქართველი პოლიტიკოსებიც. წერილში საუბარია, რომ სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეჩერდეს, რადგან მის მიმართ არსებული ბრალდებები ცნობილია, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ჩიქოვანი: წარმოუდგენელია, ზუგდიდში, სადაც, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაერთხელ გათელა და ფეხი შეაწმინდა მეგრელებისა და ზუგდიდელების ღირსებას, ამ პოლიტიკურ ძალას მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდეს
Next post ირაკლი ჩიქოვანი: 2012 წელს, პრაქტიკულად, ლოდებს გვიშენდნენ საარჩევნო შეხვედრებზე, სახლებში აკითხავდნენ ჩვენი ოჯახების წევრებსა და აქტივისტებს – მიუღებელია, როცა ისინი პარალელებს ავლებენ დღევანდელ ვითარებასთან