გიორგი ხელაშვილი: ვიცე-ადმირალმა შენბახმა აღიარა, რომ საქართველო მზად არის ნატოს წევრობისთვის

Read Time:28 Second

გიორგი ხელაშვილმა გერმანელი ვიცე-ადმირალისკაი-ახიმ შენბახის განცხადება შეაფასა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აღნიშნავს, რომ რუსეთის მიმართ დამთმობი რიტორიკის მიუხედავად, ადმირალმა აღიარა, რომ საქართველო ნატოს წევრობისთვის მზად არის.

„ის ამბობს, რომ საქართველო ფაქტობრივად მზადაა ნატოს წევრებისთვის და აკლია მხოლოდ დასავლეთიდან ერთი ნაბიჯი – მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთის თანხმობა, იმისთვის რომ ნატოში გაწევრიანდეს. ეს იყო ძალიან სიმპტომატური გამოსვლა. მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოსვლა, სამწუხაროდ, გაჯერებული იყო რუსეთის მიმართ დამთმობი რიტორიკით, მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში ამ ადმირალსაც არ გამოუვიდა რაიმე კრიტიკული გამონათქვამი. მან მთლიანად აღიარა, რომ საქართველო მზად არის ნატოს წევრობისთვის“, – განაცხადა ხელაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოფო ხორგუანი: აფხაზეთში ომის დროს, როცა რუსები გვბომბავდნენ, უკრაინამ გემები გამოაგზავნა დევნილების გასაყვანად – ჩემი სოლიდარობა უკრაინას
Next post დავით ზალკალიანი – საქართველო სოლიდარულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ, ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით