გიორგი ხელაშვილი – ვგმობთ ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს, საქართველო არასდროს შეეგუება მსგავსი არამეგობრული ჟესტების გამოხატვას ბელარუსის მხრიდან

Read Time:1 Minute, 30 Second

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ხელაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტი ძალიან შემაშფოთებელია. მისი თქმით, საქართველო არასდროს შეეგუება მსგავსი არამეგობრული ჟესტების გამოხატვას ბელარუსის მხრიდან.

„ოკუპირებულ აფხაზეთში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტი ძალიან შემაშფოთებელია, ეს არის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა. ჩვენ გამოვთქვამთ შეშფოთებას, ვგმობთ ამ ვიზიტს და ჩვენი ქვეყნისთვის სრულიად მიუღებელია, როდესაც სუვერენული ქვეყნის პრეზიდენტი ჩადის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამას გამართლება არ აქვს და საქართველო არასდროს შეეგუება მსგავსი არამეგობრული ჟესტების გამოხატვას ბელარუსის მხრიდან.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიძახა საგანგებო ვითარებაში საქართველოში ბელარუსის ელჩი და მოთხოვა ახსნა-განმარტება, რასაც ახლა ველოდებით. დიპლომატიური თვალსაზრისით, ეს არის ჯერჯერობით ყველაზე მკვეთრი ნაბიჯი. რაც შეეხება შედეგებს, დაველოდოთ, წინსწრებით განსაკუთრებული ნაბიჯის გადადგმას მთავრობა არ გეგმავს. იმედი ვიქონიოთ, რომ ბელარუსის მხარე სრულად დაემორჩილება საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ნორმებს, აღებულ ვალდებულებას და არ გადადგამს რაიმე გაუთვალისწინებელ ნაბიჯს. რეაგირება ჯერ არის მხოლოდ ის, რას უკავშირდება პრეზიდენტ ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. ჯერჯერობით მეტი სხვა არაფერი ვიცით. ფაქტი უკვე დასაგმობია, შემაშფოთებელია და დიპლომატიური პასუხი ჯერ სრულიად ადეკვატური იყო. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა ხელაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე დარღვეული აქვს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი, ის ვეღარ შემოდის საქართველოში.

„რაც შეეხება საფრთხეებს, საქართველოს გარშემო არის არა მხოლოდ ის საფრთხე, რასაც პოტენციურად შეიძლება, ველოდეთ, რაც უკავშირება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას, არამედ ბევრი სხვა საფრთხე. საქართველოს მთავრობა მოქმედებს შექმნილი მდგომარეობის მიხედვით, მათ შორის ბელარუსთან დაკავშირებით. ყველა დიპლომატიური არხი ამოქმედებული იქნება, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარება ამ საკითხთან დაკავშირებით, საჭირო ზეწოლა. ჯერჯერობით, შემდგარი ფაქტი ეს არის ბელორუსის პრეზიდენტის ვიზიტი აფხაზეთში, რაც არის უკვე საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

როგორც ცნობილია, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

ამასთან, დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა და საგარეო უწყებაში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელორუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტი უმძიმესი ფაქტი და პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯია
Next post ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი წარადგინა