გიორგი ხელაშვილი გაეროს რეზოლუციაზე: ეს არის ცალსახა მარცხი, რომელსაც წლიდან წლამდე რუსეთი პატარა საქართველოსგან იღებს

Read Time:26 Second

საკანონმდებლო ორგანოში გაეროს რეზოლუცია შეაფასეს. საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი მიიჩნევს, რომ ეს რუსეთის დიპლომატიის მორიგი მარცხია საერთაშორისო არენაზე.

„ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეზოლუციაა, რადგან კიდევ ერთხელ რუსეთი პრაქტიკულად ყველა დიპლომატიური არხით არის დაგმობილი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ტრადიციულად, ის ქვეყნები, რომლებიც ამ რეზოლუციის წინააღმდეგ მიდიან, ძალიან გარიყულები არიან ხოლმე საერთაშორისო თანამეგობრობიდან. რუსეთისთვის ეს არის ცალსახა მარცხი. აქ ორი აზრი არ არსებობს. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს რეზოლუცია არის რუსეთის დიპლომატიის მარცხი, რომელსაც წლიდან წლამდე, რუსეთი თავისი უზარმაზარი რესურსების მიუხედავად, იღებს პატარა საქართველოსგან“, – განაცხადა ხელაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გივი მიქანაძე: აშშ-ის პირველმა პირმა თავის რუს კოლეგას ძალიან ცალსახად განუცხადა, რომ მან პატივი უნდა სცეს თავისი მეზობლების სუვერენიტეტს
Next post შალვა პაპუაშვილი: განათლება არის სფერო, რომელზეც უნდა იდგეს თანამედროვე საზოგადოება