ამის შესახებ ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ხახუბიამ ბრიფინგზე განაცხადა.
“პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელმაც მხარი დამიჭირა და ნდობა გამომიცხადა. რა თქმა უნდა, ეს არის ის ძირითადი მოტივაცია, რომელიც იმედს მაძლევს და საშუალებას, უფრო მეტად ვიმუშაო იმ გამოწვევების და პრობლემების წინაშე, რომელიც ჩვენს მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გამოიკვეთა. რა თქმა უნდა, არჩევნები ფოთში, ხობსა და სენაკში მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში, არ ჰქონდა ადგილი რაიმე გადაცდომას და კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, ასევე მინდა მივულოცო “ქართული ოცნების” თითოეულ კანდიდატს გამარჯვება არჩევნებში და ვუსურვო წარმატებები მომავალ საქმიანობაში”- განაცხადა გიორგი ხახუბიამ.
ცნობისათვის, შუალედურ ა არჩევნებში მონაწილეობა 10 105 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 24,95 %-ია.