გიორგი ტყემალაძე – ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ მოსახლეობასთან ერთად უნდა განვსაზღვროთ პრიორიტეტები

Read Time:28 Second

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გიორგი ტყემალაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.  “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი თხინვალას, ნუცუბიძის მეორე  პლატოსა და ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტლის მოსახლეობას შეხვდა.

როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, შეხვედრები საკმაოდ ნაყოფიერი იყო, რომელზეც ვაკის რაიონისთვის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ  ადგილობრივების მოსაზრებები მოისმინა.

“ყოველდღიურ რეჟიმში ვეცნობით მოსახლეობის საჭიროებებს, ვისმენთ მათ მოსაზრებებს უბნის, თუ კონკრეტული ქუჩისთვის პრიორიტეტული საკითხების შესახებ. ჩვენის მხრივ კი ვაცნობთ მათ უკვე განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს და სამომავლო გეგმებს. ჩვენთვის ადგილობრივების აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ, სწორედ მოსახლეობასთან ერთად უნდა განვსაზღვროთ პრიორიტეტები. ვფიქრობ, საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები გაიმართა”- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძემ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში სკეიტ პარკი გახსნა
Next post იოსებ ხახალეიშვილი – წელს ქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტი უპრეცედენტოდ დიდია – 91 მლნ ლარს შეადგენს