გიორგი ტყემალაძე მცხეთისა და კეკელიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა

Read Time:27 Second

“ქართული ოცნების” ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრა მცხეთისა და კეკელიძის ქუჩის მცხოვრებლებთან გაიმართა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობის თხოვნები მოისმინა და ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო.

“ვაგრძელებთ შეხვედრებს ვაკის რაიონის მოსახლეობასთან, ვისმენთ მათ თხოვნებს და ვაცნობთ სამომავლო გეგმებს. მოსახლეობა აქტიურად არის ჩართული თავიანთი უბნის პრიორიტეტების განსაზღვრაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველაზე უკეთ სწორედ მათ იციან, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ესა თუ ის ქუჩა. ჩვენ გვაქვს ქალაქის გრძელვადიანი განვითარების სწორი ხედვა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ყველა გამოწვევას ეტაპობრივად ვუპასუხებთ”- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: ქალაქს 24-საათიანი შრომის შედეგი ეტყობა, თუმცა, გპირდებით, თბილისისთვის მეტს გავაკეთებთ
Next post ლადო ჯურხაძე – ოთხ წელიწადში ხონი იქნება დიდი შესაძლებლობების მქონე მუნიციპალიტეტი