გიორგი ტყემალაძე: თბილისს ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა წლების განმავლობაში არ ჰქონდა, ასეთი რუკა არ არსებობდა

Read Time:36 Second

ქალაქის ისტორიულ ნაწილს რაც შეეხება, აღდგა ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა, – ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.

მან განმარტა, თუ რას ნიშნავს ქალაქის ისტორიული ნაწილის დამცავი ზონების აღდგენა.

„ისტორიულ ნაწილს რაც შეეხება, აღდგა ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა. ეს ნიშნავს იმას, რომ ქალაქს წლების განმავლობაში არ ჰქონდა, ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა. გამქრალი იყო. ასეთი რუკა არ არსებობდა. რა თქმა უნდა, ახალი გენგეგმის მიღების ეტაპზე უკვე გენგეგმაშია ასახული და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი რუკა გვაქვს. იგი გულისხმობს, რომ ქალაქის ისტორიული ნაწილის ზონაში ყველანაირი სახის მშენებლობა აკრძალულია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კიდევ ისტორიული სხვა არეალები, რომლებიც ასეთი მკაცრი არ არის“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მისივე თქმით, მშენებლობებზე შეთანხმება ისტორიულ საბჭოსთან ხდება, რომელიც არა მხოლოდ მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული, არამედ შესაბამისი ექსპერტებისგან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მაკა ბოჭორიშვილმა განმარტა რა საკითხები განიხილება კახა კუჭავას ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე
Next post თენგიზ ცერცვაძე: თუ ზაფხულს მასობრივი ვაქცინაციისთვის გამოვიყენებთ, ამ წლის ბოლოს გაცილებით უფრო კომფორტულად ვიგრძნობთ თავს