გიორგი ტყემალაძე ბაგებისა და ნუცუბიძის მოსახლეობას შეხვდა

Read Time:38 Second

“ქართული ოცნების” ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე ბაგებსა და ნუცუბიძის III პლატოზე იმყოფებოდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში, მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივებს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილი პროექტების შესახებ ესაუბრა და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ რეფორმებზე, რომლებიც დედაქალაქში უკვე განხორციელდა.

გიორგი ტყემალაძემ ყურადღება გაამახვილა ბაგები – უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი  ხიდის მასშტაბურ პროექტზე, რომელიც საავტომობილო მოძრაობას    მნიშვნელოვნად განტვირთავს.

“მოსახლეობას ვესაუბრე იმ რეფორმების შესახებ, რომელიც თბილისში წარმატებით განხორციელდა. გარდა ამისა, გავაცანი ის  პროექტები, რომელთა განხორციელებაც მომდევნო ოთხი წლის მანძილზეა დაგეგმილი. ერთ-ერთი ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი გახლავთ ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება. პროექტი ბაგებიდან საბურთალოს მიმართულებით   საავტომობილო მოძრაობას  მნიშვნელოვნად განტვირთავს. გარდა ამისა, ჩვენ, მოსახლეობის მხარდაჭერით და მათი აქტიური ჩართულობით, კიდევ ბევრი ინფრასტრუქტურული, თუ სოციალური პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ”- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობის“ მხრიდან, რომლის მეორე სახელიც არის ზიზღი და ძალადობა, ამ საკითხზე ასეთი მორალური პიედესტალიდან საუბარი ფარისევლობაა
Next post „ქართული ოცნების“ მიერ ბათუმში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მმართველი პარტია 49,2%-ით ლიდერობს