გიორგი ტყემალაძე აბაშიძის, ტაბიძისა და აბაშელის ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა

Read Time:41 Second

“თქვენი ჩართულობა და აქტიურობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველაზე უკეთ თქვენ იცით რა ჭირდება თითოეულ უბანს, თუ ქუჩას”- ასე მიმართა “ქართული ოცნების” ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ წინასაარჩევნო შეხვედრაზე მოსახლეობას.

გიორგი ტყემალაძე ადგილობრივებს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დედაქალაქის მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება ურბანულ და სატრანსპორტო  პოლიტიკაზე, ასევე  გარემოს დაცვის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა.

მისი თქმით, ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც თბილისის მერიამ და საკრებულომ მიიღო, დედაქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

“ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია დედაქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის მიღება და   სატრანსპორტო რეფორმა. გარდა ამისა,  ვმუშაობთ, გარემოს გაუმჯობესების მიმართულებითაც და თქვენ ხედავთ, რომ თბილისში სულ უფრო მეტი სარეკრეაციო სივრცე ეწყობა. ამ და სხვა მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებით, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ გვაქვს ქალაქის განვითარების სწორი ხედვა. გამარჯვების შემდეგ, თქვენი აქტიური ჩართულობით, ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით გავაგრძელებთ”- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა წოწერიამ ახალგაზრდებს ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხნენ სტუდენტობა მიულოცა
Next post თამარ გაბუნია: ჯერჯერობით არცერთ კლინიკას ჟანგბადის მიწოდებაზე პრობლემა არ შეჰქმნია