გიორგი პატარაია: ისე ჩაგვხსნეს “ნაცმოძრაობის” პოლიტიკური საბჭოდან, რომელსაც ვადა მარტში ეწურებოდა, რომ ერთი სმს-იც კი არ გამოუგზავნიათ
პარტიის ახალმა მენეჯმენტმა დემოკრატიის პირველი გაკვეთილი ,, ჩააბარა,, ისე ჩაგვხსნეს პარტიის პოლიტიკური საბჭოდან, (რომელსაც ვადა მარტში ეწურებოდა), რომ ერთი სმს-იც კი არ გამოუგზავნიათ )) როდესაც ვიკითხე, რა იქნებოდა ყრილობის დღის წესრიგი, გამაცნეს – ამის შესახებ “ნაცმოძრაობის” უკვე ყოფილი პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი პატარაია სოციალურ ქსელში წერს.
“1. პარტიის თავმჯდომარის დამტკიცება 2. პარტიის გენერალური მდივნის არჩევა 3. მიმდინარე საკითხებითურმე, მე-3 პუნქტი ახალი პოლიტიკური საბჭოს დამტკიცების ასეთ ფორმას გულისხმობდა. )))სულ რაღაც ერთი კვირის წინ, ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში, ელექტრონული არჩევნები ჩატარდა, სადაც მონაწილეობა, დაახლოებით, 42 000-მა მხარსამჭერმა მიიღო. სამწუხაროდ, დემოკრატიამ 7 დღეზე მეტი ვერ გაძლო – პოლიტიკური საბჭოს სია შედგა და დამტკიცდა ამომრჩევლის და თავად პოლიტიკური საბჭოს წევრების დასტურის გარეშე. არადა, მხარდამჭერების ფართო ჩართულობა, ჩემი და ჩემი მეგობრების ინიციატივა იყო, რაზეც ხაბეიშვილმა მითხრა, რომ ეს არ იყო საჭირო. მისი თქმით, არჩევნები უნდა ჩატარებულიყო ვიწრო ფორმატში, სადაც მონაწილეობას მხოლოდ საკრებულოს წევრები მიიღებდნენ… და აი, დღეს სწორედ ასე, ვიწრო ფორმატში დაამტკიცეს პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა )) აი, ასე გამოიყურება არაფორმალური მართვა.– თუ ,,შეფის” ბრძანებას არ შეასრულებ, ვერც თავმჯდომარე იქნები და ვერც მისი მსგავსი…
ძალიან მძიმეა, ძალიან” – წერს გიორგი პატარაია.
შეგახსენებთ, დღეს “ნაციონალურ მოძრაობის” მე-10 ყრილობა ჩატარდა. დელეგატებმა გენერალური მდივნად პეტრე ცისკარიშვილი. ხოლო პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ ლევან ბეჟაშვილი აირჩიეს. ასევე აირჩიეს პარტიას ახალი პოლიტიკური საბჭო 34 კაციანი შემადგენლობით.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023...
თეა წულუკიანი: 100-ჯერ და 1000-ჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ და გასაგებად, ეს არის ქართული კანონი ერთადერთი ვალდებულებით, ყველა ორგანიზაციამ, ვისაც ეს ეხება, წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსოს
„რაც არ უნდა რბილ გამონათქვამად მოეჩვენოს ეს ვინმეს, დასანანია ეს ყოველივე, იმიტომ რომ ასჯერ და ათასჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ...
მამუკა მდინარაძე: ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ 84-ე ხმა ჩემია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტის დღევანდელ სხდომას ჯანმრთელობის გამო არ ესწრებოდა. „დილით ფეხი ვეღარ დავდგი,...
VIDEO: „ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს…“ – ლადო მგალობლიშვილი
„ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს...“ - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა,...
ირაკლი კობახიძე: იშიფრება 15-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ დატრენინგებულია ძალადობისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია უკვე ამდენი წელია, ყოველ წელს ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირებას და ეს სცენარი მათ გამზადებული ჰქონდათ არჩევნების შემდგომი...
მიხეილ სარჯველაძე: “სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო – მათი შრომა ძალიან დასაფასებელია”
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთან დაკავშირებით, ერთგვარი, კამპანია გაჩაღდა უმიზეზოდ. გარკვეული ადამიანების მხრიდან, გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ადგილზე, ხელმიუწვდომელი იყო...