ორშაბათი, ივლისი 20, 2026

გიორგი ნემსაძე – ჩვენი ერთ-ერთი საზრუნავია, ცაგერი ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებულ ქალაქად ვაქციოთ

ცაგერის მერობა ჩემთვის სრულიად ახალი გამოწვევაა, მზად ვარ, პროფესიონალ გუნდთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გადავდგათ გარდამტეხი ნაბიჯები, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი ერთ-ერთ მიმზიდველ და გამორჩეულად ვაქციოთ. ჩვენი ერთ-ერთი საზრუნავია, ცაგერი ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებულ ქალაქად ვაქციოთ.  გვაქვს რეალური ხედვა, თუ როგორ უნდა განვაგრძოთ დაწყებული პროექტები, მივაღწიოთ კიდევ უფრო მეტ წარმატებას – განაცხადა „ქართული ოცნების“ ცაგერის მერობის კანდიდატმა გიორგი ნემსაძემ წარდგენაზე.

როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, ლეჩხუმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ტურიზმის განვითარებაა. ამისთვის საჭიროა კიდევ უფრო მოწესრიგდეს ტურისტული ინფრასტრუქტურა, გაიზარდოს ლეჩხუმის ცნობადობა ტურისტული მიმართულებით.

„შეუძლებელია არ დაინახო ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მიღწევები ცაგერის მუნიციპალიტეტში, მაგრამ, მერწმუნეთ, კარგად ვიცით, რომ ჩვენს წინაშე კვლავ არაერთი გამოწვევაა. კარგად ვიცით,  რომ თქვენ უფრო მეტს იმსახურებთ და ჩვენი მთავარი მოტივაციაც სწორედ ეს არის.  გპირდებით, გამარჯვების შემთხვევაში, უახლოეს დროში დავიწყებთ გაზიფიცირების პროცესს, შემდგომი 4 წლის მანძილზე, ეტაპობრივად ყველა სოფელში მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა, გაუმჯობესდება ხარისხიანი სასმელი წყლის მიწოდება, მოვაწესრიგებთ ინტერნეტიზაციის პროცესს, გავითავისებთ თითოეული ლეჩხუმელის პრობლემას და გამოვნახავთ მისი გადაჭრის გზებს. ლეჩხუმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ტურიზმის განვითარებაა. ამისთვის საჭიროა კიდევ უფრო მოწესრიგდეს ტურისტული ინფრასტრუქტურა, გაიზარდოს ლეჩხუმის ცნობადობა ტურისტული მიმართულებით. ჩვენი კუთხის სავიზიტო ბარათია მსოფლიო მართლმადიდებლობის უდიდესი წმინდანის, მაქსიმე აღმსარებლის საფლავი და ლეგენდარული ხვამლის მთა, რომელსაც უნდა მიენიჭოს დაცული ტერიტორიის სტატუსი. ლეჩხუმში გვაქვს უნიკალური ყურძნის ჯიშები: „უსახელოური“, „ცოლიკოური“, „ოჯალეში“. მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ მევენახეობის განვითარებას. ცაგერის მუნიციპალიტეტისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია კურორტ „ლაშიჭალის“ განვითარება, ასევე, შევიმუშავებთ ახალჭალის საკურორტო ზონის გენერალურ გეგმას და მოვაწესრიგებთ მასთან მისასვლელ საგზაო ინფრასტრუქტურას. ჩვენთან სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგებია განვითარებული, ხელს შევუწყობთ გლეხებს და ფერმერებს ადგილობრივი პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაში. როგორც ყოფილი სპორტსმენი, შევეცდები ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ვიზრუნებ ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციასა და თანამედროვე სტანდარტებით კეთილმოწყობას. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ვემსახურო იმ კუთხეს,  სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ გამოჩენილი ადამიანები, ჩვენი კუთხისა და სამშობლოს ღირსეული მამულიშვილები – ლადო ასათიანი, მარშალი არჩილ გელოვანი, მერაბ მამარდაშვილი, ჯანსუღ ჩარკვიანი, კახი ასათიანი და სხვანი. საბედნიეროდ, ბევრი ჰყავს ჩვენს კუთხეს ასეთი მამულიშვილები. თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს, ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ“ – განაცხადა გიორგი ნემსაძემ.

მერობის კანდიდატმა ცაგერის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

„მინდა წარმოგიდგინოთ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: ზაზა ყურაშვილი, გრიგოლ კვირიკაშვილი,  ნოდარი საღინაძე, მამუკა ხაბულიანი, მამუკა მამარდაშვილი, თამაზ ჭაბუკიანი, მანონი ახვლედიანი, თინათინ ნემსწვერიძე, ნატო ბურჯალიანი, გივი გოგებაშვილი“ – განაცხადა გიორგი ნემსაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შსს – თელავში ქორწილისას დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა...

კახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.გამოძიების თანახმად, საქმე ეხება თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას. უწყების ცნობით, მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა და ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაზიანება მიაყენა.“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს.დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს.ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მურთაზ ზოდელავას მეუღლე – როდის მოხდა ინსულტის გადატანა, ექიმები დადასტურებით ვერ ამბობენ, თუმცა რაღაც კერა იყო ნაპოვნი, ახლა არ არის აქტიური კერა, შესაბამისად, ინსულტი...

მურთაზ ზოდელავა კლინიკაში შევიდა ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობით. ამ ეტაპზე ინსულტი არ დადასტურებულა - ალბათ, უახლოეს პერიოდში კლინიკიდან გაეწერება, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პოლიტიკოსის, ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას მეუღლემ, მაია მუმლაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.მისივე თქმით, მურთაზ ზოდელავას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.„მაქვს კონტაქტი და კოორდინაცია მედპერსონალთან, ასევე პენიტენციური დაწესებულების ჯანდაცვის დეპარტამენტთან. შევიდა ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობით, ამ ეტაპზე ინსულტი არ დადასტურებულა. რაც შეეხება გადატანილ ნაწილს - როდის მოხდა აღნიშნული, ჩემთვის უცნობია და ექიმებიც ვერ ამბობენ დადასტურებით, თუმცა რაღაც კერა იყო ნაპოვნი. ახლა არ არის აქტიური კერა, შესაბამისად, ახლა ამ მდგომარეობაზე ნამდვილად ვერ ვისაუბრებ. ახლა მიმდინარე მდგომარეობით, ამ ეტაპზე ინსულტი დადასტურებული არ არის. ალბათ, უახლეს პერიოდში კლინიკიდან გაეწერება,“ - განაცხადა მაია მუმლაძემ.ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით ინფორმაცია თავდაპირველად, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გაავრცელა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ზოდელავამ „საკანში, ორჯერ გადაიტანა ინსულტი“, თუმცა კლინიკაში აცხადებენ, რომ „ინსულტზე საუბარი არ არის“. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სამედიცინო დაწესებულებაში თავბრუსხვევით სამი დღის წინ შეიყვანეს. მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მას ჩატარებული აქვს ყველა საჭირო და აუცილებელი კვლევა.

მოძრაობა აიკრძალა… – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 141-ე კმ-ზე (სოფ.ცანა) და 144-ე კმ-ზე (სოფ.ყორულდაში) ჩამოსულია მიწის მასა, რის გამოც აღნიშნული გზის კმ92-კმ151 (სოფ.ბაბილი-ლასდილი) მონაკვეთზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ190 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.ამასთანავე, დღეს, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე (საყდრის ხიდი) მონაკვეთზე ადიდდა მდინარე, გადმოვიდა საავტომობილო გზაზე და უსაფრთხოების მიზნით მოძრაობა აიკრძალა.

ჯვრისწერის დროს, ეკლესიის გუმბათს მეხი დაეცა

ფინეთის ქალაქ ტამპერეში მართლმადიდებლური ეკლესიის გუმბათს მეხი დაეცა. დარტყმის მომენტში ტაძარში ნათლობისა და ჯვრისწერის ცერემონიები მიმდინარეობდა.ეკლესიის მეთვალყურის, მიკა კანგასაჰოს თქმით, გაისმა ყურისწამღები გუგუნი, ტაძარში კი შუქმა ციმციმი დაიწყო. განათების ნაწილი ჩაქრა, თუმცა მსახურება ბოლომდე მიიყვანეს.ტელერადიოკომპანია Yle-ის ინფორმაციით, მეხანძრეების გამოძახება ორჯერ გახდა საჭირო. პირველ ჯერზე მათ ვერაფერი აღმოაჩინეს, თუმცა მას შემდეგ, რაც მრევლმა ეკლესია დატოვა, მეზობელ ქუჩაზე მყოფმა ადამიანებმა გუმბათიდან ამავალ კვამლზე მიუთითეს. მეორე გამოძახებაზე შემთხვევის ადგილზე მაშველთა 20 ბრიგადა მივიდა.მეხი ყველაზე მაღალ კოშკს დაეცა, რამაც ფარული წვა გამოიწვია. მაშველებმა გუმბათიდან ჯვარი მოხსნეს, რათა გადახურვის კონსტრუქციამდე მიღწევა შეძლებოდათ.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელი ეფრემოვკაა.ბიძგების სიმძლავრემ 3 მაგნიტუდამდე შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ბოლო სიახლეები