გიორგი მარგველაშვილი – მხიარული პასუხი მაქვს, თუ გადავწყვიტე ამ სიბერეში მექრთამეობა, რატომ დამიწერეს 11 500 დოლარი, ცოტა შეურაცხმყოფელი თანხაა

Read Time:34 Second

ბინძურ ტყუილებსა და პროპაგანდაზე კომენტარს სერიოზულს და სიღრმისეულს არ ვაკეთებ და უფრო მხიარული პასუხი – თუ გადავწყვიტე ახლა მე ამ სიბერეში მექრთამეობა, რატომ დამიწერეს 11 500$, ცოტა შეურაცხმყოფელი თანხაა, ასე დავიწყო ჩემი მექრთამეობრივი ბიოგრაფია?, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტებთან დაკავშირებით განაცხადა.

მარგველაშვილის თქმით, დეტალებში შესვლა და საკითხზე კომენტარის გაკეთება არ სურს.

„ამ საკითხთან დაკავშირებით რა კომენტარის გაკეთებაც მინდოდა, ის ვთქვი. ბინძურ პიარზე და ტყუილზე არ ვაკეთებ. თქვენ რასაც მთხოვთ, ეს არის, რომ სიღრმისეულად შევიდე ამ თემაში. პოლიტიკური პოზიციაა ეს ჩემი, რომ ბინძურ ტყუილებზე კომენტარი არ უნდა ვაკეთო. ხაზს ვუსვამ ბინძურ ტყუილებზე კომენტარს არ ვაკეთებ. მე არ შევალ დეტალების განხილვაში, ბინძური ტყუილია, ბინძურ ტყუილებზე არ ვაღრმავებ თემას“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სააკაშვილი – ვთხოვე სოფო ჯაფარიძეს, ბევრ სხვა სასარგებლო საქმესთან ერთად გახდეს ჩემი წარმომადგენელი შინ თუ გარეთ, მიხარია, რომ დათანხმდა
Next post გოგა ხაინდრავა: ელჩო დეგნან, აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებული დოკუმენტი, სადაც თქვენი საელჩო არის მოხსენიებული პარასკევს ნანახი რომ არ გქონდათ, ნახეთ?