გიორგი მარგველაშვილი – ვთქვი, რომ კარგი იქნებოდა, საქართველოში ალტერნატიული პოლიტიკური ძალა გაჩენილიყო, არც აციეს, არც აცხელეს და ორშაბათს შვებულებიდან გამოიყვანეს გახარია

Read Time:35 Second
საქართველოს ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება.
მარგველაშვილის თქმით, გიორგი გახარიას მისია „ქართული ოცნება“ ორის შექმნაა.
„ვთქვი, რომ კარგი იქნებოდა, საქართველოში ძლიერი, ალტერნატიული პოლიტიკური ძალა გაჩენილიყო. არც აციეს, არც აცხელეს და ორშაბათს შვებულებიდან გამოიყვანეს გახარია, რათ შეასრულოს ეს მისია. მისია, თითქოს შექმნან „ქართული ოცნება“ ორი. მადლობა „ქართულ ოცნებას“ ყურადღებით რომ მისმენს და ასრულებს დავალებას, რომელსაც აქედან გავცემთ. „ქართული ოცნება“ ორის დამფუძნებელი ვიქნები თუ არა, ამას მეკითხებით? არა. არ ვიქნები“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.
„არსად წასვლას არ ვაპირებ. უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს შესაძლებლობას და საშუალებას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ“, – აღნიშნა გახარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია ვოლსკი – „ნაციონალურ მოძრაობას” არანაირი მოლაპარაკებები და არჩევნები არ აწყობს, მისი სტრატეგია დესტაბილიზაციაა
Next post ამირან გამყრელიძე: თუ ისე გავივლით მარტსა და აპრილს, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღას ავცდებით