გიორგი მარგველაშვილი – არ ვაპირებ მაჟორიტარად კენჭისყრას, მინდა, უფრო გლობალურ პროცესში შევიტანო დეტალები
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრაზე მაჟორიტარად კენჭისყრის საკითხი არ განუხილავს.
მარგველაშვილის თქმით, მაჟორიტარად კენჭისყრას არ აპირებს, თუმცა შეეცდება, პოლიტიკურ პროცესს რაიმე შემატოს.
„მე არ განმიხილავს მაჟორიტარად კენჭისყრა, მაჟორიტარებთან დაკავშირებით ამ პარტიების მიერ შემდეგ იქნება საუბარი. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც აქამდე ითანამშრომლეს, რა განწყობაც დამხვდა ამ ოთახში – გამარჯვების, თანამშორმლობის და ერთიანი მიზნის ხედვის, შენარჩუნდება. ამასთან დაკავშირებით ეს პოლიტიკოსები გააგრძელებენ მუშაობას. მე არ ვაპირებ მაჟორიტარად კენჭისყრას, მაგრამ პოლიტიკურ პროცესს ნამდვილად შევეცდები, რაიმე შევმატო. ჩემი მიზანია, საქართველოში მრავალპარტიული დემოკრატია შედგეს. მე ჩემს თავს მაჟორიტარად ვერ ვხედავ, მინდა, უფრო გლობალურ პროცესში შევიტანო ის დეტალები, რაზეც მქონდა საუბარი. მე რომ მაჟორიტარად ვიყარო კენჭი, ეს ნიშნავს, რომ ერთ უბანში ვიქნები ჩაკეტილი“ ,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ამასთან, მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არსებობენ, რაც სამარცხვინოა.
„დღეს ადამიანები სხედან ციხეში, იმედი მაქვს, რომ ისინი გამოვლენ, რადგან სამარცხვინოა, ქვეყანას პოლიტპატიმრები ჰყავდეს. ბევრმა ადამიანმა ღამეები ათენა, რომ საქართველოს უკეთესი მომავალი ჰქონოდა. მე დღეს მადლობა ვუთხარი ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელმაც შეძლო ურთულეს ვითარებაში ძველი დაძაბულობების დავიწყება, ბევრი პროვოკაციის მცდელობის გადალახვა და შენარჩუენება იმ მაგიდის, რომელმაც მიგვიყვანა უკეთეს დემოკრატიულ სისტემამდე. მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, იმ ადამიანებს, იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებსაც მართლა უყვართ საქართველო ყოველგვარი ამბიციის გარეშე. უყვართ ჩვენი ხალხი, ქვეყანა და უნდათ უკეთესი მომავალი საქართევლოსთვის“ ,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გიორგი ვოლსკი: 2012 წლიდან მოყოლებული, ერთი მაგალითი დაგვისახელონ, როდესაც საქართველომ რუსეთის ინტერესებით იხელმძღვანელა. მე ათს დაგისახელებთ, თუ მეტს არა, როდესაც 2012 წლამდე ხელისუფლებამ რუსეთის ინტერესები გაატარა
ათს [მაგალითს ]დაგისახელებთ, თუ მეტს არა, როდესაც 2012 წლამდე ხელისუფლებამ არათუ რუსეთის ინტერესები გაატარა, რასაც დღეს ვხედავთ, რაც საქართველოს პრობლემაა,...
გიორგი გაბუნია: გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია მსაჯობის პრინციპთანო. ეს მომხვდა ყურში. ჩვენ არ გვჭირდება მსაჯები, საქართველოს სჭირდება მეგობრები, პარტნიორები
გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია მსაჯობის პრინციპთანო. ეს მომხვდა ყურში. ჩვენ არ გვჭირდება მსაჯები, საქართველოს...
გიორგი ვოლსკი აქციებზე: თუ ვკითხულობთ, ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს, ნანუკა ჟორჟოლიანი რომ არ კრებს ფულს, ხომ გასაგებია?!
ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს [აქციებს], ნანუკა ჟორჟოლიანი რომ არ კრებს ფულს, ხომ გასაგებია?!, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე
ჩვენი შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა...
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ფრონტის მთავარი მიზანი იქნება სწორედ ფრონტის გახსნა, თუ სალომე ზურაბიშვილს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გამოაცხადებენ ლიდერად, ეს იქნება კარგი ჩვენი საარჩევნო შედეგებისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ორ წელიწადზე მეტია იბრძვის, რომ რამენაირად არიონ ქვეყანა, ქვეყანაში გამოიწვიონ მეორე ფრონტი და ეს ფრონტი დააანონსა რეალურად სალომე...
ირაკლი კობახიძე ოთხი საგარეო საქმეთა მინისტრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობაზე: ეს აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების იმიჯზე უარყოფითად, არამედ ეს მთლიანობაში აისახება ევროკავშირის იმიჯზეც
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საპროტესტო აქციებში ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა არასერიოზულია. როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს თურქეთში განუცხადა, ეს უარყოფითად აისახება...