გიორგი კვირიკაშვილს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე შეცვლის

Read Time:1 Minute, 2 Second

საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე „ქართულმა ოცნებამ“ ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მამუკა ბახტაძის კანდიდატურა წარადგინა.

ამის შესახებ განცხადება პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.

“მადლობა ნდობისთვის, ეს არის დიდი პატივი. ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობა. პარლამენტში წარვდგები ჩემი ხედვით, რომელიც დამყარებული იქნება პრიციპებზე – ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ბოლომდე მიყვანა. ამ კუთხით „ქართულ ოცნებას“ აქვს დიდი წარმატებები და ამას სჭირდება გარღმავება და გამტკიცება. ჩვენ განვახორციელებთ ინოვაციურ და ფუნდამენტურ რეფორმებს ყველა მიმართულებით.

ჩამოვაყალიბებთ ახალ ეკონომიკურ მოდელს ახალი სამართლიანი წესებით, რომელიც შეეხება თითოეულ ოჯახს, ჩვენს ყველა მოქალაქეს”, – განაცხადა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრად 2017 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა.

ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია მინისტრის ბიოგრაფია, რომლის თანახმად, მინისტრობამდე, 2013 წლის აპრილიდან – 2017 წლის 13 ნოემბრამდე მამუკა ბახტაძე სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი იყო. 2010-2012 წლებში კი საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორად მუშაობდა.

უფრო ადრე, 2007-2008 წლებში მამუკა ბახტაძე სასტუმროების ქსელ „რჩეულის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, 2005-2006 წლებში კი სს „საქართველოს რკინიგზაში“ პროექტის მენეჯერი იყო.

რაც შეეხება განათლებას. მამუკა ბახტაძე ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორია. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; ასევე აქვს მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი. 2010 წელს მამუკა ბახტაძეს INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში MBA-ის კვალიფიკაცია მიენიჭა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობა 13 ივნისს დატოვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ყაზბეგში კვადროციკლის ხევში გადავარდნის შედეგად მამა და მისი მცირეწლოვანი შვილი დაიღუპნენ
Next post თალაკვაძე: მამუკა ბახტაძის კანდიდატურას მხარი ერთსულოვნად დავუჭირეთ