გიორგი კვირიკაშვილი: კახეთს სჭირდება ცალკე აეროპორტი და რკინიგზა

Read Time:56 Second

“ვფიქრობ, მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც კახეთს სჭირდება ცალკე აეროპორტი. ამაზე მიდის ფიქრი და ისევ და ისევ კერძო სექტორთან პარტნიორობით ჩვენ შევძლებთ, რომ კახეთში პირველ ეტაპზე განხორციელდეს პირდაპირი ჩარტერული რეისები, შემდგომში შესაძლოა, რეგულარული რეისებიც დაინიშნოს. ვფიქრობ, რკინიგზა, რომელიც გვაქვს, არის უდიდესი სიმდიდრე. ახალი რკინიგზის გაყვანა მოგეხსენებათ, ჯდება უზარმაზარი თანხები და კახეთის მიმართულებით ჩვენ გვაქვს რკინიგზა, რომელიც ჯერ არ არის ბოლომდე განადგურებული და სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იფიქროს იმაზე, რომ ეს რკინიგზა აღდგეს. ტურიზმი რკინიგზის გარეშე წარმოუდგენელია“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი სასტუმრო “ახაშენი ღვინის კურორტი“ გახსნა, რომელიც კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მდებარეობს.

Akhasheni Wine Resort სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში“, DCFTA-სა (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების პროექტი) და „საქართველოს ბანკის“ თანადაფინანსებით აშენდა.

სასტუმრო სრულად არის ადაპტირებული შშმ პირთათვის. ამასთან, “ახაშენი ღვინის კურორტი“ ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებში ქართული ღვინის უძველეს, 8 000–წლოვან ისტორიას გაუწევს პოპულარიზაციას.

პროექტი KTW-ჯგუფს (“კახური ტრადიციული მეღვინეობა”) ეკუთვნის და მისი საინვესტიციო ღირებულება 7,5 მლნ ლარია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დასავლეთ ავღანეთში მეჩეთთან აფეთქება მოხდა
Next post რუსეთში, სავაჭრო ცენტრში ხანძარს სამი ბავშვი ემსხვერპლა