გიორგი კვინიტაძის შთამომავალი მარიამ დაბო: ბაბუას ოცნება იყო დაკრძალულიყო საქართველოში

Read Time:48 Second

10 წლის ვიყავი როცა ბაბუაჩემი გარდაიცვალა. ჩვენ პარიზის გარეთ ვცხოვრობდით. მაშინ ჩემი აღქმა იყო, რომ საყვარელი ბაბუა დავკარგე. ის ძალიან მოსიყვარულე ბაბუა იყო, – ამის შესახებ გენერალ გიორგი კვინიტაძის შთამომავალმა მარიამ დაბომ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„საქართველოს შესახებ კი ჩემი აღქმა იყო, რომ ეს ქვეყანა იყო დიდი საფრთხის ქვეშ. საქართველო საბჭოთა რეჟიმის ქვეშ არსებობდა, მე ყოველთვის ვგრძნობდი შავ ღრუბელს, რომელიც ჩემი სახლის ზემოთ იყო. კერძოდ საბჭოთა რეჟიმის გავლენას, რომელსაც ოკუპირებული ჰყავდა საქართველო. ჩვენ ყოველთვის ვღელავდით საქართველოზე, ქართველ მეგობრებზე, ვფიქრობდით და ვდარდობდით იმაზე, თუ როგორ იყო ყველა საქართველოში. სანამ ბაბუაჩემი გარდაიცვლებოდა, მისი ოცნება იყო საქართველოში დაბრუნება. მისი ოცნება იყო, რომ დაკრძალულიყო საქართველოში. სწორედ პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის დახმარებით ეს შესაძლებელი გახდა. მისი ოცნება ახდა, დღეს აქ ვართ და მისი დაკრძალვა მოხდება სამშობლოში“, – განაცხადა მარიამ დაბომ.

მისი თქმით, საქართველო პატარა სახელმწიფოა, მაგრამ ძალიან ძლიერი ერია და მან გაუძლო მრავალსაუკუნოვან დაპყრობებს. „შთამბეჭდავია ქართველო ხალხის ძლიერი სულისკვეთება. ეს არის ერი რომელიც ერთმანეთის გვერდით იდგა, გეოგრაფიაც კი მთა-გორიანი აქვს. საქართველო საუკუნეების განმავლობაში გადაურჩა გეოპოლიტიკას“.- აღნიშნა დაბომ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შარლ მიშელი: გულითადად ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
Next post გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა