გიორგი კახიანი: „ჩვენ გვჯერა, რომ პირველივე ტურში არჩევნები დასრულდება ჩვენი გამარჯვებით და შესაბამისად, ჩვენ არ დაგვჭირდება კოალიციის შექმნა“

Read Time:37 Second

„ჩვენთვის მთავარი და პრიორიტეტული არის ვისაუბროთ პროგრამებზე, იმაზე თუ რას ვთავაზობთ საზოგადოებას, როგორ განვითარდება ჩვენი ქვეყანა უახლოესი 4 წლის განმავლობაში. ამის პარალელურად ვხედავთ რომ ოპოზიციაში ჯერ მაჟორიტარულ ოლქებში ადგილებს ვერ იყოფდნენ, შემდგომ პრემიერობის კანდიდატი ვინ იქნება ამაზე ვერ თანხმდებიან… ჩემი გადმოსახედიდან მანდატებზე და პრემიერობის თანამდებობაზე მათ თეორიულადაც არ ექნებათ შანსი. ოპოზიციამ რაღაც აბსურდული დეკლარაციების გაფორმებაზე დაიწყო საუბარი. ეს რა თქმა უნდა „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ჯგუფების მხრიდან არის ინიცირებული. ჩვენთვის ამას არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ მყარად ვართ დარწმუნებული საზოგადოების განწყობაში ჩვენს მიმართ, ჩვენივე თავში და ჩვენს წარმატებებში და ჩვენ გვჯერა, რომ პირველივე ტურში არჩევნები მაჟორიტარული ოლქების უმეტესობაში დასრულდება ჩვენი გამარჯვებით და შესაბამისად, ჩვენ არ დაგვჭირდება კოალიციების შექმნა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ტვ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი კახიანი: „ქართული ოცნების“ რეიტინგი არის იმაზე მეტი, ვიდრე ყველა ოპოზიციური პარტიის ერთად აღებული“
Next post მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო უცნობია