გიორგი კახიანი – „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები კანონმდებლობის მეტად სრულყოფისკენაა მიმართული, ოპოზიცია თუ ფიქრობს, რომ რაიმე არაკონსტიტუციურია, მიმართონ სასამართლოს

Read Time:37 Second

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის განცხადებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ყველა ცვლილება მიმართულია იმისკენ, რომ კანონმდებლობა მეტად სრულყოფილი იყოს და ამ კუთხით წინ გადაიდგას ნაბიჯები.

მისივე თქმით, ოპოზიცია თუ ფიქრობს, რომ კანონმდებლობაში რაიმე არაკონსტიტუციურია, საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიმართონ.

გიორგი კახიანი დარწმუნებულია, რომ დასახელებული კანონი არაკონსტიტუციური არ არის.

„ყოველი ცვლილებით კანონმდებლობის მეტად სრულყოფა ხდება. „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ყველა ცვლილება მიმართულია იქითკენ, რომ წინ გადავდგათ ნაბიჯი რათა სრულყოფილი კანონმდებლობა იყოს. რა თქმა უნდა, რეფორმები მომავალშიც გაგრძელდება, მაგრამ ოპოზიცია თუ ფიქრობს, რომ კანონმდებლობაში რაიმე არაკონსტიტუციურია, კეთილი ინებონ და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ. მათ მხოლოდ დემაგოგიური და უსაფუძვლო განცხადებები ახასიათებთ, ქმედებებით არაფერს აკეთებენ. მათ აქვთ შესაძლებლობა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ, რომელიც კანონის კონსტიტუციურობაზე იმსჯელებს. თუ მიმართავენ, სასამართლო იტყვის თავის გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, ეს კანონი არაკონსტიტუციური არ არის“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გერმანიის ბუნდესტაგის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე – ,, ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი ინტერესი საქართველოს მიმართ”
Next post უკრაინის პრეზიდენტმა მოქალაქეობა ჩამოართვა ოთხ პირს, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები მოქმედებდა და მათ ორმაგი მოქალაქეობა აღმოაჩნდათ