გიორგი კახიანი: თუ „პატრიოტთა ალიანსის“ სიის წევრები საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ, პარტია სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს

Read Time:52 Second

„პატრიოტთა ალიანსის“ რამდენიმე წევრმა მზადყოფნა გამოთქვა პარლამენტში შემოსვლაზე და აქედან გამომდინარე, მათი განცხადებები განვიხილეთ. ამ პარტიის სიის წევრები საპარლამენტო საქმიანობაში მუშაობას მიიღებენ, შესაბამისად, პარტია სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მოვლენა, რომელიც გველოდება, მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდია. იმედი გვაქვს, რომ საკითხი საბოლოოდ გადაწყდება და კონკრეტულ შედეგს მივიღებთ, რაც იმაში აისახება, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი პარლამენტში შემოვა. ვიდრე ეს შეხვედრა არ იქნება, უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს სიფრთხილით ვუდგებით. ვისაც სია ჩახსნილი აქვს, მათი უფლებამოსილების შეწყვეტა იმას გამოიწვევს, რომ მათ ადგილმონაცვლე არ ეყოლებათ. სანამ მოლაპარაკებები არ დასრულდება, გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, მაგრამ აუცილებლად მოხდება ეს საგაზაფხულო სესიაზე. რაც შეეხება სახელმწიფო დაფინანსებას, „პატრიოტთა ალიანსის“ რამდენიმე წევრმა მზადყოფნა გამოთქვა პარლამენტში შემოსვლაზე და აქედან გამომდინარე, მათი განცხადებები განვიხილეთ. ამ პარტიის სიის წევრები საპარლამენტო საქმიანობაში მუშაობას მიიღებენ, შესაბამისად, პარტია სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს”, – განაცხადა კახიანმა.

დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრისთვის სადეპუტატო ულებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა  მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატები დღესვე რიგგარეშე სესიაზე იმსჯელებენ ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კორონავირუსი კიდევ 594 ადამიანს დაუდასტურდა, 1 963 კი გამოჯანმრთელდა
Next post Guardian-მა საქართველო 2021 წლის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა