გიორგი ვოლსკი „ხალხის ძალაზე“: როდესაც ადამიანი უმრავლესობიდან არ გადის, შეიძლება რაღაც თემაზე კამათი მოგიწიოს, მაგრამ იცი რომ კონსტრუქციულია – ვიდავოთ, ვიკამათოთ და ჭეშმარიტებამდე მივიდეთ

Read Time:47 Second

მთლიანობაში, როდესაც ადამიანთან კამათი გაქვს – გინდ შენ ოჯახის წევრი იყოს და გინდ თანაგუნდელი, უმრავლესობის წევრი, მაგრამ პარტიიდან გასული, რა საკვირველია, ამ კამათში უფრო დაიბადება ჭეშმარიტება, ვიდრე იმ ადამიანთან საუბრისას, რომელიც იტყუება და ხალხს არასწორ ინფორმაციას აძლევს, – ამის შესახებ გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნებიდან“ გასულ დეპუტატებზე საუბრისას განაცხადა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, მას ესმის ადამიანებისა, ვისაც არ სჯერა, რომ „ხალხის ძალა“ მმართველ გუნდს მართლა გამოეყო, თუმცა აღნიშნა, რომ საფუძველი ამ გამოყოფისთვის ჯერ კიდევ პროპორციულ არჩევნებზე მსჯელობისას შეიქმნა.

ამასთან, ის ყოფილ თანაგუნდელებთან, რომლებმაც საპარლამენტო უმრავლესობა არ დატოვეს, მომავალში გარკვეულ საკითხებზე ცხარე კამათს არ გამორიცხავს.

„შეიძლება თემატური უმრავლესობა შეიქმნას. მაგრამ ჯერჯერობით მთელი კონცენტრაცია იმ თემებზე, რასაც 12 რეკომენდაციაზე მსჯელობა ჰქვია. თავიდანვე გავედით იმ პოზიციაზე, სადაც ერთობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგება. შეიძლება რაღაც თემები წარმოიშვას, ცხარე დებატებსაც არ გამოვრიცხავ. როდესაც ადამიანი უმრავლესობიდან არ გადის, შეიძლება რაღაც თემაზე კამათი მოგიწიოს, მაგრამ იცი რომ კონსტრუქციულია. პიროვნულ ურთიერთობას თავი რომ დავანებოთ, ადვილია ასე ცხოვრება – ვიდავოთ, ვიკამათოთ და ჭეშმარიტებამდე მივიდეთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბოლო 2 წელი ვეღარ ვცნობდი, ნოსტალგიით იყო დაავადებული და არ შეეძლო არ ჩამოსულიყო – გიული ალასანია სააკაშვილზე
Next post გიორგი ვოლსკი: არასამთავრობო ორგანიზაცია იმისია, რომ ყველა საკითხს კრიტიკული ანალიზით დაუპირისპირდეს, მაგრამ, მიტინგზე არ უნდა თქვას, რომ ხელისუფლების გადატრიალება ქართველი ხალხის ინტერესს შეესაბამება