გიორგი ვოლსკი წინასაარჩევნო გარემოზე: ვინც ძალადობს, ხელს უწყობს ან ახალისებს ამ ქმედებას, სურს საქართველო წარმოჩნდეს როგორც განუვითარებელი და არადემოკრატიული ქვეყანა

Read Time:37 Second

კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც პარტიის თავმჯდომარემ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. ნებისმიერ ადამიანი, ვინც ძალადობას მიმართავს წინასაარჩევნო პერიოდში, გინდაც არჩევნების დროს, რომელ მხარესაც არ უნდა განეკუთვნებოდეს, ის ადამიანები, ვინც ამას ხელს შეუწყობენ ან წაახალისებენ ამას, მათ შორის, ვინც მედიაში არასწორ ინფორმაციას შემოიტანს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ მოქმედებს თავისი ქვეყნის, ჩვენი მომავლის საწინააღმდეგოდ და მოქმედებს ძალიან ცუდი გზით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ამ ხალხის სურვილია საქართველო წარმოჩნდეს საზოგადოების, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოების თვალწინ, როგორც განუვითარებელი, არადემოკრატიული ქვეყნა.

„ეს მიზანი იმდენად გამოხატულია ზოგიერთი ოპონენტის, პოლიტიკური ძალის საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებში, რომ ვფიქრობ ძალადობა, თვითონ წინასაარჩევნო პერიოდისადმი ჩრდილის მიყენება იქნება ერთ-ერთი მთავარი აქტუალური თემა, სადაც მედია უნდა იყოს თავის სიმაღლეზე და არა რომელიმე მხარეს“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გოჩა ენუქიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს მესტიის მუნიციპალიტეტში განაგრძობს
Next post რაჭაში 1 000 ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული