გიორგი ვოლსკი „ფორმულას“: ჯობია დააზუსტოთ თქვენი დამფუძნებელი როგორ გამილიონერდა. იმის მაგივრად რომ თავდახრილი იაროთ დელფინებზე ლაპარაკობთ

Read Time:35 Second

თქვენ ჯობია დააზუსტოთ თქვენი დამფუძნებელი როგორ გამილიონერდა, ალბათ დელფინები გაყიდა ან ზვიგენები. მე რა შუაში ვარ, სერიოზულად მელაპარაკებით? სერიოზული გამომეტყველება კი გაქვთ, მაგრამ ნერვიულობთ ეტყობა. ჯარისკაცები მიატოვა გამდიდრდა, მილიონერი გახდა. იმის მაგივრად რომ თავდახრილმა იაროთ, რა დელფინებზე ლაპარაკობთ, – ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ტვ „ფორმულას“ ჟურნალისტის დასმულ კითხვას, თუ რას ფიქრობდა შავ ზღვაში უკანონოდ დაჭერილ დელფინებთან დაკავშირებით.

როგორც მან აღნიშნა, არ ადასტურებს აღნიშნულ ინფორმაციას, რადგან მსგავსი შეხვედრა არ ახსოვს.

„თუ რამე არ მახსოვს ხომ შეიძლება არ მახსოვდეს, ეტყობა ზედაპირული იყო იმიტომ, რომ კარგი მახსოვრობა მაქვს. მეორე, თუ რამე დარღვევა იყო უნდა მიმართონ შესაბამის ორგანოებს და მესამე, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ასეთი ადამიანის დაფუძნებული ტელევიზია თავდახრილი, ჩუმად უნდა დადიოდეთ და ასეთ ჩასაფრებებს არ უნდა აწყობდეთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ურსულა ფონ დერ ლაიენი – უკრაინელებს სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, ჩვენი არა მხოლოდ სტრატეგიული ინტერესი, არამედ მორალური ვალდებულებაა, რომ ისინი შეუერთდნენ ჩვენს კავშირს
Next post ანრი ოხანაშვილი – ვინმე თუ იმას გვსაყვედურობს, რომ საზოგადოებამ საპარლამენტო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ მისცა, მაშინ ისინი ქართველ ხალხს საყვედურობენ და ამის უფლება არ აქვთ