გიორგი ვოლსკი: უზნეობაა შტურმზე ლაპარაკი, თითქოს თვითონ არც შტურმი ჩაუტარებიათ და არც ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გაუთელიათ ფეხქვეშ

Read Time:38 Second

გიორგი ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პარლამენტზე შტურმი და ოჯახებში შევარდნა ყოველთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო. ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ისინი ძალიან თავისუფლად ფიქრობენ და წყვეტენ საკითხს, როდესაც საქმე ეხება მაგალითად, პარლამენტზე შტურმს. კადრებში ჩანს, რომ მელია ლიდერია. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, რამდენად ლიდერი იყო და რა დონის დანაშაული მიუძღვის.

მე მოსამართლე არ ვარ, მაგრამ პარლამენტზე შტურმი, ოჯახების შტურმი, შევარდნა და დაჭერა ყოველთვის ჩვეულებრივ ამბად მიაჩნდათ. დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შტურმზე ნუ საუბრობენ, არ არის მართებული. რა იქნება, როგორ იქნება, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების რა ფორმა იქნება მიღებული, დაჭერის თუ დაკავების, ამას მომავალი გვიჩვენებს. უზნეობაა შტურმზე ლაპარაკი ისე, თითქოს ფრთაშესხმულ ანგელოზებთან გვაქვს საქმე, რომლებსაც არც შტურმი ჩაუტარებიათ და არც ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გაუთელიათ ფეხქვეშ. ეს კოლექტიური სააკაშვილიზმით დაავადების ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქუთაისში 60 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა
Next post ირაკლი კობახიძე თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდება