გიორგი ვოლსკი: პარლამენტის ფუნქციაში არ შედის, განსაზღვროს ნიკა მელიას ბრალეულობა

Read Time:53 Second
პარლამენტის ფუნქციაში არ შედის, განსაზღვროს ნიკა მელიას ბრალეულობა, პარლამენტის ფუნქციაში შედის, მისცეს საშუალება სასამართლო ორგანოს გადაწყვიტოს, დაარღვია თუ არა გირაოს პირობები ნიკა მელიამ, ამის შემდეგ იქნება განხილვა, რომელიც ეხება მის ბრალეულობას,- ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
 
„პოზიცია, რომელიც „ნაცმოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიების მიერაა გამოხატული, პირდაპირ უპირისპირდება საერთოდ სახელმწიფოს მოწყობის და მისი არსებობის რეალობას. ჩვენ ან უნდა ავყვეთ იმას, რასაც ნიკანორ მელია ამბობს და ვაღიაროთ რომ სახელმწიფო სტრუქტურები ჩაანაცვლა „ნაცმოძრაობამ“ და მათმა დესტრუქციულმა ქმედებებმა, ან უნდა მივცეთ სასამართლოს საშუალება, განიხილოს რამდენად მართებულია ნიკანორ მელიას მოქმედებები, არღვევს თუ არა იგი გირაოს პირობებს და აქედან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
 
ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხი განსახილველად საპროცედურო და იურიდიულ კომიტეტებს გადაეცემათ.
 
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნიკა მელიას იმუნიტეტს მოვუხსნით, რათა არავის მიეცეს შესაძლებლობა, შეგნებულად მოუწყოს პროვოკაცია სახელმწიფო ინსტიტუტებს“.
 
„პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გირაოს გადახდას არ ვაპირებ“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია. პროკურატურამ პარლამენტს მის დასაპატიმრებლად შუამდგომლობაზე თანხმობა სთხოვა.
 
აღნიშნულ საკითხზე პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, 16 თებერვალს იმსჯელებს. საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე – დღეს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები შალვა ნათელაშვილის ფანჩატურიდან გამოვიდნენ როგორც ანარქისტები
Next post იაგო ხვიჩია: გასაცოდავებული იყო რამდენიმე ადამიანი, რომ მიშას იქით გზა არ აქვთ