გიორგი ვოლსკი: ოპოზიციის საფიქრალია, როგორ გამოძვრნენ საერთაშორისო თანამეგობრობის ამ ზეწოლიდან

Read Time:53 Second

ოპოზიციის საფიქრალია, როგორ გამოძვრნენ იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა უფრო მოუმატებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია დესტრუქციულ გზას თუ არ გადაუხვევს, მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მხარდაჭერა არ ექნებათ.

„ნიკა მელიას გათავისუფლების თემაზე კონგრესსა და სენატში პოლიტიკურ ლიდერებს თავიანთი პოზიციები აქვთ. მათ არ შეუცვლიათ პოზიციები კაპიტოლიუმზე შეტევის დროს და ტრამპის იმპიჩმენტი დააყენეს დღის წესრიგში. როცა რეალობაზე ვსაუბრობთ, სახელმძღვანელოდ უნდა მივიღოთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და ევროკავშირის დღევანდელი განცხადება. ეს არის მოწოდება ორივე მხარის მიმართ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ და ამ ვითარებიდან გამოსვლის, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევის გზებზე ვიმსჯელოთ. სიტყვა „შეშფოთებას“ თუ ვხმარობთ, შეშფოთება საჭიროა და ნამდვილად ვიზიარებთ ამ შეშფოთების ყველა მიზეზს, განსაკუთრებით, სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაუარესების პერსპექტივას მაშინ, როცა შეიძლება კრიზისიდან უკეთესი შედეგებით გამოვიდეთ. ვფიქრობ, ოპოზიცია მოწოდებას არ მიიღებს და მათი საფიქრალია, როგორ გამოძვრნენ იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა უფრო მოუმატებს. რასაკვირველია, ჩვენ მიმართ მოთხოვნები პრინციპული, საკმაოდ მკაფიო და ზოგ შემთხვევაში, მწვავეც არის, მაგრამ შექმნილ ვითარებაში ოპოზიცია კვლავ ამ დესტრუქციულ რევოლუციურ გზას თუ განაგრძობს, არ მგონია, რომ მათ ექნებათ მხარდაჭერა, მათ შორის საკუთარ მომხრეებსა და საერთაშორისო ასპარეზზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი იონათამიშვილი: ვახო სანაიას და ანრი ოხანაშვილის შემთხვევა ერთმანეთს ჰგავს
Next post მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს